პედრო ლეონი 6 კვირას იუქმებს
მადრიდის "რეალიდან" არენდით გაშვებული ფეხბურთელების საქმე რიგზე ვერ არის. ჯერ იყო და კანალესმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისთვის პრაქტიკულად ეს სეზონი დასრულდა, ახლა კი პედრო ლეონსაც მოუწევს 40 დღით მოედანს მიღმა დარჩენა...
24 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ტრავმა აღენიშნება. როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, ოპერაცია გარდაუვალია. როგორც გაირკვა, პედრო ლეონმა ტრავმა წინა სეზონის დასასრულს მიიღო, თუმცა მაშინ ყურადღება არ მიაქციეს. ახლა კი დაზიანება გაუმიზეზდა და სერიოზულ ტრავმაში გადაიზარდა.
პედრო ლეონმა ამ სეზონში უკვე მოასწრო რამდენიმე ძალიან კარგი მატჩის ჩატარება. "მალაგასთან" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ულამაზესი გოლიც შეაგდო.
- 30 ოქტომბერი 2011
- 2 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.