რამოსი: "მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ"
სამეფო კლუბის ვიცე-კაპიტანი კმაყოფილი იყო ბასკეთში მოპოვებული გამარჯვებით.
"ასეთი ტიპის თამაშებში მოპოვებული სამი ქულა ყოველთვის სასუხარულოა. ძალიან გვიხარია, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სოსიედადი რთული მეტოქეა და ანოეტაზე ყოველთვის დიდ პრობლემებს გვიქმნიან."
"ყოველთვის დიდი ანგარიშით მოგება წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე მთელი ძალით გვეთამაშებოდა და ყოველი ბურთისათვის ბოლომდე იბრძოდა."
"გრიზმანი კინაღამ დავაზიანე. მადლობა ღმერთს პირველად ბურთს შევეხე და შემდეგ ფეხის გაწევა მოვასწარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდა ფეხბურთელს სეროზულ ტრავმას მივაყენებდი, როგორც მას, ასევე საკუთარ თავს."
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს საშუალება ვითამაშო მადრიდის რეალში. არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა ფლანგზე ვიქნები თუ სხვა პოზიციაზე, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები."
- 30 ოქტომბერი 2011
- 1 935
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.