"როსონერი" ხედირას სანაცვლოდ 20 მილიონს ჩამოდის
ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ იტალიური მილანი დიდი ხანია ინტერესდება სამი ხედირას შეძენით. "როსონერის" ხელმძღვანელობისთვის ეს ტრანსფერი უფრო პრიორიტეტული მას შემდეგ გახდა, რაც გუნდის უდავოდ საუკეთესო ჩამშლელი, ჯენარო გატუზო დაიმტვრა და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია, იტალიელ ნახევარმცველს სერიოზული დაზიანება აღენიშნება...
გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მილანი" ეცდება გერმანელი ნახევარმცველის გადაბირებას, იტალიელებს ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი და გულთბილი დამოკიდებულება აქვთ, რამაც გარიგების გაჩარხვაში დიდი როლი უნდა ითამაშოს.
დასახელდა თანხაც, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს. ხედირა სამეფო კლუბში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება, მაგრამ მისი წასვლის ალბათობას ის ზრდის, რომ შემოთავაზებული თანხა არც ისე ცოტაა, ასევე "ბლანკოსში" ირიცხებიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან : ფაბიო კოენტრაო, ესტებან გრანერო, ჩაბი ალონსო და ლასანა დიარა. ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთამაშეს შეუძლია სამის შეცვლა.
მოურინიოს განცხადებით იგი ზამთარში არავის გაუშვებს, რადგან შემადგენლობა სრულად არის დაკომპლექტებული და კორექტირებას არ საჭიროებს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 29 ოქტომბერი 2011
- 2 444
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.