პიპა და ანხელი არგენტინაში გამოიძახეს
მოგეხსენებათ, ნოემბრის თვეში სანაკრებო ბატალიების ჯერი დადგება. არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უკვე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც კოლუმბიასთან და ბოლივიასთან შეხვედრებში განაცხადში იქნებიან. საგულისხმოა, რომ ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი "ზოლიანებს" ორივე შეხვედრაში დაეხმარებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაკრებთან ერთად იქნება ექს მადრიდელი ფერნანდო გაგო, რომელიც ამჟამად დედაქალაქური რომას ღირსებას იცავს.
განაცხადი ასე გამოიყურება
მეკარეები: რომერო (სამპდორია) ანდუხარი (კატანია).
მცველები: დემიკელისი (მალაგა), ნიკოლა ბურდისო (რომა), ფედერიკო ფერნანდესი (ნაპოლი), ლუჩანო მონსონი (ნიცა), ზაბალეტა (სიტი) და მარკოს როხო (მოსკოვის სპარტაკი).
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ბანეგა (ვალენსია), ფერნანდო გაგო (რომა), ხავიერ პასტორე (პსჟ), ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა), ხოსე სოსა (მეტალისტი) პაბლო გუინაზუ (ინტერ–დე პორტუ–ალეგრი).
თავდამსხმელები: ლეო მესი (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი), გონსალო იგუაინი (რეალი), ლავეცი (ნაპოლი), დენის ჟერმენი (ატალანტა) და სერხიო აგუერო (სიტი).
- 29 ოქტომბერი 2011
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.