ვან დერ ვაარტით "არსენალი" და "ევერტონი" ინტერესდებიან
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველით რაფაელ ვან დერ ვაარტით ყველაზე მეტად ინგლისური კლუბები "არსენალი" და "ევერტონი" ინტერესდებიან.
როგორც გამოცემა AS იტყობინება ყველაზე მეტად სწორედ ეს კლუბები აქტიურობენ. მათ ხელს აძლევთ "სამეფო კლუბის" მიერ დასახელებული თანხა ფეხბურთელის სანაცვლოდ. "რეალი" კი ვან დერ ვაარტში შვიდ მილიონ ევროს ითხოვს.
ცოტათი ჩრდილში იმყოფება კიდევ ორი კლუბი: რომის "ლაციო" და მადრიდის "ატლეტიკო".
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ კლუბებს შეუძლიათ ჰოლანდიელი ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინონ.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 2 ოქტომბერი 2009
- 2 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.