"სოსიედადი" – მადრიდის "რეალი"
მადრიდის "რეალი" მიმდიანრე სეზონში შეუდარებელია და ერთ–ერთი საუკეთესოა გოლების გატანის მხრივ. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა უკანასკნელ 5 გამართულ მატჩში 3, ან მეტი გოლის გატანა მოახერხეს. ასევე "თეთრებმა" ზედიზედ 6 შეხვედრაში სამი ქულის მოპოვება შესძლეს და 15 გოლიც გაიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალისა" და "სოსიედადის" უკანასკნელ ხუთი გამართული მატჩიდან, ყველა "მერენგებმა" მოიგეს.
მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" ცხრილის მეორე პოზიციაზეა, მაინც მიიჩნევენ ექსპერტები მას "პრიემრას" ლიდერად, ვინაიდან "ლევანტეს" არ უწინასწარმეტყველებენ დიდ ხანს ცხრილის სათავეში ყოფნას, თუმცა რეალურად სწორედ ვალენსიელბი არიან ერთპიროვნული ლიდერები.
გუნდის წამყვანი ფეხბურთელები იდეალურ ფორმაში იმყოფებიან. კრიშტიანუ რონალდუ "ლა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ მესისთან ერთად, ასევე 9 გოლით მეორე ადგილზე გონსალო იგუაინი იმყოფება. გუნდის საუკეთესო ასისტენტი კი ანხელ დი მარია, რომელსაც 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, ხოლო შემდეგ საფეხურზე მესუთ იოზილი იმყოფება 5 საგოლე პასით. რიკარდო კაკა უკანასკნელ მატჩებში ნამდვილად შესამჩნევია. ბრაზილიელი ყოველდღიურად პროგრესირებს, რაც მის თამაშზეც აისახება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ გუნდს დაუბრუნდა ექს–ტრავმირებული ლასანა დიარა, ასევე ჟოზემ "კასტილიიდან" გოლკიპერ ტომას მეხიასსაც უხმო.
"სოსეიდადი" მიმდიანრე სეზონში მეტად არადამაჯერებლად ასპარეზობს. ბასკები 8 ქულით ცხრილის მე–15 ადგილზე იმყოფებიან, რაც საამაყო შედეგი ნამდვილად არაა. "სან სებასტიანელებმა" წელს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მატჩში შესძლეს სამი ქულის მოპოვება, როდესაც ზემოთ ხსენებულმა გუნდმა "გრანადა" საკუთარ არენაზე დაამარცხა.
Realmadrid.com & Goal.com
- 29 ოქტომბერი 2011
- 2 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.