სერხიო რამოსის ინტერვიუ
სერხიო რამოსი შეხვდა ჟურნალისტებს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
- რეალი უმოწყალოდ უსწორდება მეტოქეებს...
- ვილიარეალთან ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩავატარეთ. კარგი დასაწყისი, მეორე ტაიმში ენერგიის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს.
- საიდან ასეთი სასწაული პროგრესი?
- მწვრთნელი უპირატესობას პრესინგზე აკეთებს, რაც შეტევაში თამაშს გაცილებით აუმჯობესებს.
- თქვენ შესანიშნავად მოქმედებთ დაცვის ცენტრში, ამას კი გულშემატკივრები აპლოდისმენტებით ხვდებიან...
- გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ასეთი თბილი დამოკიდებულებისათვის (შეგახსენებთ, გულშემატკივართა ჯგუფმა რამოსის მანქანას წრე დაარტყა, რათა მისგან ავტოგრაფი აეღოთ). თამაშისას რამდენიმე ეპიზოდში აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს, რაც ძალიან მახარებს. მატჩზე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ საუკეთესო თვისებები გამოვავლინო. არ აქვს მნიშვნელობა ფლანგზე ვითამაშებ თუ ცენტრში. როდესაც კარვალიო დაბრუნდება კვლავ ფლანგზე გადავალ. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- თავად რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში?
- მოედანზე პოზიციის განაწილება ჩემი მოვალეობა არ არის. სადაც მწვრთნელი მეტყვის იქ ვითამაშებ. ბევრი შეხვედრა გველის და სხვადასხვა პოზიციაზე მომიწევს ასპარეზობა, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყო გუნდის დასახმარებლად.
- ბოლო დროს უფრო ხშირად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ. აქ უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?
- დიახ ახლა ცენტრალური მცველი ვარ, მაგრამ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მარჯვენა ფლანგზე თამაშისას მოვიპოვე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ, ყოველთვის 100%ით დავიხარჯები.
- მაგრამ ცენტრში თამაშისას უფრო მეტად გაქებენ...
- ძალიან სასიამოვნოა, ცენტრში თამაშისას თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- მოურინიოს განკარგულებაში უძლიერესი მადრიდის რეალია?
- ჟურნალისტებს ძალიან უყვრთ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება. გასულ სეზონში გვაკრიტიკებდნენ და უფრო მეტს მოითხოვდნენ. დღეს სულ სხვა მადრიდის რეალია თქვენს წინაშე, მოედანზე უფრო მეტად მოტივირებულნი გავდივართ და შედეგსაც უკეთესს ვაღწევთ. ჩვენი ინდივიდუალური წარმატება კოლექტიურ ქმედებებზეა დაფუძნებული.
- თქვენი აზრით ამ მომენტისათვის რეალი ლა ლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდია?
- ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. თუ ამას სეზონის ბოლოს ვიტყვი, მაშინ ყველა ტიტული გვექნება მოგებული და შეფასებაც სამართლიანი იქნება.
- რას უნდა მივაწეროთ ინდივიდუალური და გუნდური თამაშის გაუმჯობესება?
- გასული სეზონიდან მოყოლებული ვვარჯიშობთ ამაზე. ამ ტემპში უნდა გავაგრძელოთ თუ გვსურს მივაღწიოთ წარმატებას. ფეხბურთელებმა უკეთესად გაიცნეს ერთმანეთი, შესაბამისად მოედანზეც უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთი. ამ სეზონში დიდ გამარჯვებებს ველით.
- მადრიდის რეალი დღეს საშიშია...
- ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ, უმჯობესია სხვა გუნდის წარმომადგენლებს ვკითხოთ.
- ახლა ბარსასთან დაპირისპირების საუკეთესო დროა?
- სწორ გზას ვადგავართ და მართლაც კარგი იქნებოდა ახლა ბარსელონასთან დაპირისპირება, თუმცა ამ მატჩამდე დიდი დროა დარჩენილი.
- 28 ოქტომბერი 2011
- 2 632
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.