შაჰინმა კასტილიელებთან ერთად ითამაშა
გუშინ ვალდებებასზე ვარჯიშისას, მადრიდის რეალის მთავარი გუნდის ფეხბურთელები კასტილიელებს დაუპირისპირდნენ და 3-2 დაამარცხეს ახალგაზრდა მოთამაშეები. ეს შეხვედრა ღსანიშნავი იმით იყო, რომ ბურთი ნური შაჰინმაც გააგორა.
თურქ ფეხბურთელს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ დიდი ხნის უთამაშებელი იყო და სერიოზული ტრავმა ჰქონდ გადატანილი. ის ბრწყინვალედ აკონტროლებდა გუნდის თამაშს მოედნის ცენტრში. გვაჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, თამაშობდა ერთი შეხებით და გვანახა თავისი მარცხენა ფეხის ძალა. მისი მეწყვილე ლასანა დიარა იყო, რომელმაც მოირჩინა ტრავმა და მზად არის დაეხმაროს გუნდს სოსიედადთან დაპირისპირებაში.
შაჰინმა კარგად "ააწყო" ოზილთან და რამდენიმე კარგი ეპიზოდი შემოგვთავაზეს. ნურის სრული გამოჯანმრთელების შემდეგ, მოურინიო სერიოზული დილემის წინაშე დადგება, ვინ უნდა დაიკავოს ნახევარდაცვის ცენტრი. მადრიდის რეალში ხომ ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ამ პოზიციაზე ბრწყინვალედ იასპარეზებს.
- 28 ოქტომბერი 2011
- 2 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.