"რეალი" რეკორდისკენ მიისწრაფვის
ცოტა წარსულში გადავინაცვლოთ, კერძოდ 1989-1990 წლების სეზონში. მაშინ "ბლანკოსმა" ყველანაირი რეკორდი დაამხო. "მერენგებმა" ერთ სეზონში "ლა ლიგაში" 107 გოლის გატანა შეძლეს. ეს ამ გათამაშების ისტორიაში რეკორდად არის მიჩნეული. იმ პერიოდისთვის "რეალში" ემილიო ბუტრაგენიო ბრწყინავდა. ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჟულიო სეზარ იგლესიასმა იმდროინდელ გუნდს La Quinta del Buitre უწოდა, რომელიც სწორედ ბუტრაგენიოს სახელიდან გამომდინარეობდა. იმ სეზონშჳ უგო სანჩესმა 38 გოლის გატანა მოახერხა, საშუალოდ 2.81 მატჩში.
ამ სეზონიდან ორი დეკადის გასვლის შემდეგ, გუნდს სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. სწორედ მის "ერაში" დაიწყო "რეალმა" რეკორდის რეკორდზე მოხსნა. ამაზე ყველას კარგად მოგეხსენებათ. ახლა კი "ბლანკოსი" კიდევ ერთი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდისკენ მიისწრაფვის. აქამდე ჩატარებულ 9 მატჩში, "რეალმა" 31 გოლის გატანა მოახერხა, საშუალოდ 3.44 მატჩში. თუ მადრიდისტებმა ასეთი ტემპით განაგრძეს ბურთების შეყრა მეტოქეთა კარში, სეზონის ბოლოს მათმა გატანილი გოლების მონაგარმა 130-ს უნდა გადააბიჯოს.
რეკორდის მოხსნასთან მადრიდის "რეალი" წინა სეზონში ძალიან ახლოს იყო. "მერენგებმა" 102 გოლს მოუყარეს თავი და სულ ცოტა დააკლდათ. ახლა კი, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რეკორდი უნდა მოიხსნას. მიმდინარე სეზონში გოლები გაიტანეს: კრიშტიანო რონალდომ(10), გონსალო იგუაინმა(9), ქარიმ ბენზემამ(4), რიკარდო კაკამ (3), ანხელ დი მარიამ, ხაბი ალონსომ, ხოსე მარია კალეხონმა, მარსელო ჟუნიორმა და რაფაელ ვარანემ.
გარდა ამისა, მადრიდის "რეალი" ცოტა გოლს უშვებს, საშუალოდ 0.66-ს მატჩში. ამის მხრივ საუკეთესო 1987-1988 წლების სეზონია, მაშინ "ბლანკოსმა" მხოლოდ 26 ბურთი გაუშვა. მაშინ მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ფრანცისკო ბუიომ საუკეთესო მეკარის ჯილდოც(ზამორა) მოიპოვა.
- 28 ოქტომბერი 2011
- 2 587
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.