"კასტილიის" საუკეთესო სტარტი
"კასტილიას" "ალფრედო დი სტეფანოზე" გასაოცარი შედეგი აქვს. ალბერტო ტორილის შეგირდებმა 5 მატჩში 4 მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს. შესაბამისად მოგრევებული 18 ქულიდან, 13 სწორედ საშინაო არენაზეა მოპოვებული. ასევე, 18 გატანილი გოლიდან 12 "კასტილიელებმა" "ალფრედო დი სტეფანოზე" გაიტანეს.
საშუალოდ ფეხბურთელებს მატჩში დაახლოებით სამ გოლამდე გააქვთ, ეს კი საუკეთესო შედეგია უკანასკნელი წლების მანძილზე. ბოლოს ასეთი შედეგი "კასტილიას" 2004-2005 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ "რეალის" სარეზერვო გუნდმა ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო.
მადრიდისტებმა მიმდინარე სეზონში შემდეგი გუნდები დაამრაცხეს "ალფრედო დი სტეფანოზე": "სპორტინგ ბ"(1-0) , "ხეტაფე ბ"(4-0), "ტენერიფე"(3-1) და "რეიესი"(3-0), ხოლო გუნდმა "ალბასეტესთან" ქულები გაიყო, მატჩი ფრედ - 1-1 დასრულდა.
- 28 ოქტომბერი 2011
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.