"რეალი" - "ვილეარეალი" [პრევიუ]
მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა "ბერნაბეუზე", 3 "ლა ლიგის" ეგიდით, ხოლო ორიც ჩემპიონთა ლიგაზე. ხუთივე შეხვედრაში მადრიდისტებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს, გაიტანეს 21 გოლი და მხოლოდ 5 მიიღეს საკუთარ კარში. როგორც ჩანს, "მერენგები" გაჩერებას არ აპირებენ და დღესაც ისეთივე შემართებით გავლენ მოედანზე, როგორც წინა შეხვედრებში.
მატჩის წინ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა: "შეცევცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც ეს "ლიონისა" და "მალაგას" წინააღმდეგ გავაკეთეთ."ვილიარეალი" უდავოდ რთული მეტოქეა. ჩემი აზრით, სატურნირო ცხრილში მათი პოზიცია არ ასახავს იმ ძალას, რომელიც რეალურად ამ გუნდს გააჩნია. "ყვითლებმა" გასულ სეზონშიც შეგვიქმნეს პრობლემები."
"ვილეარეალთან" მატჩს მადრიდის "რეალი" ბრწყინვალე განწყობით ეგებება. ამ მატჩამდე მადრიდისტებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში 4-4 გოლის გატანა მოახერხეს. ამ თვეში "ბლანკოსი" დაუმარცხებელია. სეზონის დასაწყისში 7 მოგება თვის განმავლობაში "რეალს" 1988-1989 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, მაგრამ თუ "მერენგები" დღეს "ყვითელ წყალქვეშა ნავს" დაამრცხებენ, რეკორდს გაიმეორებენ.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მადრიდის "რეალი" ამ ტურამდე მეორე ადგილს იკავებდა 19 ქულით. ხოლო "ვილეარეალი" კატასტროფულად გამოიყურება. ბოლო შეხვედრა მათ "ელ მადრიგალზე" "ლევანტესთან" დათმეს 0-3 და მეთექვსმეტე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.
მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში სიახლეა. ფაბიო კოენტრაომ ტრავმა მოიშუშა და ჟოზე მოურინიომ იგი განაცხადშიც შეიყვანა. ამ მატჩს კიდევ ერთი დათვირთვა აქვს. კრიშტიანო რონალდოს ამჟამად 98 გოლი ავქს გატანილი "თეთრი" მაისურით და 100-მდე მხოლოდ ორი აშორებს. თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა სიხშირით გააქვს პორტუგალიელს გოლები "ვილეარეალის" კარში, მაშინ დღეს უნდა დაველოდოთ თუ როდის გადააბიჯებს იგი 100 ბურთიან ზღვარს. "რეალის" ისტორიაში აქამდე ეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა მოახერხა.
"ვილეარეალს" "რეალთან" ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს, განსაკუთრებით უკანასკნელ ოთხ მატჩში - "წყალქვეშა ნავმა" 20 ბურთი მიიღო საკუთარ კარში. "ყვითლების" მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას: "დროა, უსიამოვნო ტრადიციას ბოლო მოვუღოთ. მადრიდის "რეალი" გაცილებით ძლიერია შარშანდელთან შედარებით, ამიტომ ჩვენ საუკეთესო თამაში გვმართებს."
უკანასკნელ 12 შეხვედრაში, რომლებიც ამ გუნდებმა ერთმანეთში ჩაატარეს, მადრიდის "რეალის" უპირატესობა თვალშისაცემია. "ბლანკოსებმა" 9 შეხვედრაში იმარჯვეს და 3 ფრე ითამაშეს. გოლების შეფარდება კი 33-13-ზეა, რაღა თქმა უნდა, "მერენგების" სასარგებლოდ.
პ.ს. ეს ჩემი 800-ე სტატია HalaMadrid.Ge-ზე
- 26 ოქტომბერი 2011
- 2 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.