რონალდომ შეიძლება გამოტოვოს "სევილიასთან" მატჩი ტრავმის გამო
კრისტიანო რონალდო გახდა მორიგი შედევრის ავტორი წლევანდელ სეზონში. ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ. მან გაიტანა ორი გოლი და გამოიმუშავა პენალტი, რომელიც კაკამ გოლად აქცია, მაგრამ სულეიმან დიავარას უხეშმა თამაშმა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს აიძულა პენალტის დანიშვნის შემდეგ 10 წუთში მოედანი დაეტოვებინა. "სამეფო კლუბის" სამედიცინო შტაბის ცნობით რონალდომ ძლიერად დაიზიანა მარჯვენა ფეხის კოჭი.
დღეს კრისტიანომ გამოტოვა ძალების აღსადგენი ვარჯიში. ის გადიოდა გამოკვლევას, რომელსაც უნდა დაედგინა რამდენად სერიოზული იყო ტრავმა. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რონალდოს თამაში "სევილიას" წინააღმდეგ უახლოეს უიქენდზე, მაგრამ ფეხბურთელი აპირებს ითამაშოს სეზონის ერთ–ერთ რთულ მატჩში.
ტრავმა მიიღო ასევე ფერნანდო გაგომ. მას პრობლემა შეექმნა მარცხენა ფეხზე და ის ასევე გადიოდა სამედიცინო შემოწმებას.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 1 ოქტომბერი 2009
- 3 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.