რაულის–ინტერვიუ
რაულმა "რეალთან" ერთად კიდევ ერთი მატჩი გამართა სანტიაგო ბერნაბეუზე, მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ. შეხვედრის შემდგომ გონსალესმა განიხილა საკუთარი კარიერა.
რეკორდები
მე ყველა რეკორდით ბედნიერი ვარ რისი დამყარებაც მოვახერხე ჩემი კარიერის განმავლობაში, მიხარია, რომ ამდენი მატჩი ჩავატარე "რეალის" მაისურით და ისტორიაში შევედი. მანოლო სანჩისი და სხვა კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები მიცავდნენ და გვერდში მედგნენ ჩემი დებიუტისას "ბლანკოსში". ისინი ყოველთვის მაძლევდნენ რჩევებს. არასდროს მიფიქრია, რომ შემეძლო მათ დონეზე მეთამაშა... 15 წელია მადრიდში ვთამაშობ და ყველა გატარებული წუთი მახსოვს. ბედნიერი ვარ, რომ ყოველთვის ბევრს ვვარჯიშობ და მიფასდება კიდევაც ჩემი შრომა. წელს ფანტასტიური გუნდი გვყავს, მართლაც შესანიშნავი სტარტი გამოგვივიდა და იმედია ყველა ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯება დანარჩენ დროშიც.
კარიერა
ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავ მსოფლიო დონის ფეხბურთელთან მქონია ურთიერთობა: სანჩისი, ჩენდო, იერო, ლაუდრუპი, ზამორანო, ალკორტა... ისინი მე როგორც საკუთარ ვაჟს ისე მექცეოდნენ. უამრავი კარგი თვისება მათგან შევისწავლე, როგორც საფეხბურთო ისე ადამიანური. მე 2001 წელს მქონდა საშუალება მეთამაშა მანოლოსთან ერთად და ბევრი საფეხბურთო ფანდი მისგანაც ვისწავლე. ახლა კი მე უნდა დავიკაო მათი ადგილი და კლუბში ახალმოსულ ფეხბურთელებს გზა გავუკვალო, დავეხმარო ადაპტაციაში უცხო კლუბში. მადრიდის "რეალი" ყველა ფეხბურთელის უმაღლესი წერტილია საფეხბურთო მოღვაწეობაში.
მადრიდის "ატლეტიკოში " დავიწყე ფეხბურთის შესწავლა, ამ კლუბის მადლიერი ვარ და ყველაფერს საუკეთსოს ვუსურვებ.
ხალხში იმიჯი
მე არასდროს ვლაპარაკობ მათზე. ხალხმა ყოველთვის იცის თუ როგორ უნდა მოეპყრას ნებისმიერ ფეხბურთელს. ისე კი ვგრძნობ მათ სიყვარულს ჩემს მიმართ და ეს ბედნიერებას მანიჭებს.
მემკვიდრე
ძალიან რთულია ამოირჩიო ფეხბურთელი, ყველა ძალიან მიყვარს. უპირატესობას ისეთ მოთამაშეს მივანიჭებდი, რომელსაც უზომოდ უყვარს "რეალი", საკუთარ პრინციპებზე მაღლა კლუბის ინტერესებს აყენებს და ყველაფერს აკეთებს გუნდის წინსვლისთვის. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რომელი უკეთესი მოთამაშეა, მთავარია კლუბისთვის იყოს გამოსადეგი.
საუკეთესო მოგონებები
მე მადლიერი ვარ ბევრის, რადგან კარგი ადამიანების ხელში ვიყავი ყოველთვის. განსაკუთრების ფიზიოთერაპევტების, მაგალითად პედრო ჩუესათი, რომელისგანაც მხოლოდ კარგი მახსოვს. რამდენჯერმე მომიწია მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება, კლუბში სულ რაღაც სამი თვის მოსული ვიყავი, როდესაც მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე.
ფეხბურთელს თუ შეუძლია ტრავმის მალე მოშუშება,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მის მომავალ საფეხბურთო ცხვორებაში. მაშინ თამაში მწყუროდა და მეჩვენებოდა, რომ დრო საშინლად იწელებოდა.
ბევრი ფეხბურთლისაგან განსხვავებით მრავალჯერ არ დავშავებულვარ ჩემს განვლილ კარიერაში და ეს ძალიან მიხარია. ყველა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი მონდომებულია სათამაშოდ და როდესაც ამაში მას ტრავმა უშლის ხელს საშინელებაა.
ეროვნული ნაკრები
ეროვნულ ნაკრებზე ახლა არ ვფიქრობ, მთავარი საკუთარი კლუბია, სადაც შეგიძლია დაეხმარო თანაგუნდელებს. მშობლიურ "ესპანეთს" კი წარმატებას ვსურვებ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმედი მაქვს, რო წარმატებებს მიაღწევენ.
მარსელის წინააღმდეგ შეხვედრა
ახლანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. მე და ჩემს თანაგუნდელებს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე გვინდა წარმატებების მიღწევა და ამის ძალიან კარგი შანსიც გვაქვს.
კლუბის ახლანდელი მდგომარეობა
გუშინ მართლაც, რომ შესანიშნავი დღე იყო, "ოლიმპიკი" დამაჯერებლად დავამარცხეთ, "მილანმა" კი საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა. ჯგუფში ვლიდერობთ და იმედია ასეც გავაგრძლებთ. სეზონი მართლაც ფანტასტიურად დავიწყეთ, ყველა ტურნირში პირველები ვართ. ჯერ–ჯერობით სრული ძალა არ გამოგვიმჟღავნებია, ამასაც მალე ნახავს ჩვენი გულშემატკივარი და დატკბება თამშის ცქერით.
ბედნიერი ვარ, რომ კლუბი დაცვაშიც აეწყო და უწინდებურად არ უშვებს შეცდომებს. ფანები ძალიან ბევრს ელიან ჩვენგან და ეს იმედი უნდა გავუმართლოთ მათ.
მადრიდი 2012
მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებოდი სინგაპურში არჩევნებზე, თუ სად გამართულიყო ოლიმპიური თამაშები და საბოლოოდ გადაწყდა მადრიდი. ვფიქობ მადრიდი ბრწყინვალე კონდიციებშია და ღირსეულად წარმართავს ოლიმპიადას.
სტატიის ავტორი: kevlisha
ინფორმაციის წყარო: realmadird.com
- 1 ოქტომბერი 2009
- 2 081
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.