რონი და პიპიტა რეკორდების დამხობას აგრძელებენ

პორტუგალიელი და არგენტინელი, ეს დუეტი ნამდვილი კოშმარია ლა ლიგის გუნდებისთვის. მათ 8 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანეს.

სეზონის ამ ეტაპისთვის ზემოთხსენებული ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები შედეგი, საუკეთესოა ”მადრიდის რეალის” ისტორიაში. ისეთ თავდამსხმელებმა, როგორებიც იყვნენ პუშკაში და დი სტეფანო 1958-59 წლებში მხოლოდ 16 გოლის გატანა მოახერხეს, ამდენივე გაიტანეს პუშკაშმა და ხენტომ მომდევნო წელს. 1950-51 წლებში 17 გოლიან ნიშნულს მიაღწია პაინოსა და ნაროს დუეტმა, ანალოგიური მაჩვენებელი გაიმეორეს 1946-47 წლებში პრუდენისა და ბარინაგას დუეტმა, ხოლო ოლივარესისა და რეგეიროს დუეტმა 1932-33 წწ-ებში.

კრიშტიანო რონალდუ გუნდის საუკეთესო თავდამსხმელია. 10 გატანილი გოლი, მას მხოლოდ ერთი გოლი აშორებს ოფიციალურ შეხვედრებში 100 გოლიანი ზღვრის გადასალახად. პიპიტა მეორეზეა 9 გატანილი გოლით.


წყარო: marca.com

  • shvela
  • 25 ოქტომბერი 2011
  • 2 790
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (155)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)