საუკეთესო სტარტი ბოლო 47 წლის მანძილზე
მადრიდის "რეალმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. თუ არ ჩავთვლით ორიოდე მატჩს, "ბლანკოსებმა" მეტოქეები უშანსოდ დატოვეს. საბოლოო ჯამში 28 გოლის გატანა მოახერხეს 8 მატჩში, საუბარია "ლა ლიგაზე". უკანასკნელი 24 წლის მანძილზე ეს საუკეთესო შედეგია "თეთრებისთვის". ამ დროის განმავლობაში "მერენგებს" პირველ რვა ტურში ამდენი გოლი არასდროს ჰქონდათ გატანილი.
მადრიდის "რეალმა" ჯერ-ჯერობით "ბერნაბეუზე" მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 14 გოლიც გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 47 წლის მანძილზე. "თეთრები" საშუალოდ 5 გოლის გატანას მატჩში 1964/1965 წლების სეზონის შემდეგ ვერ ახრხებდნენ. აღნიშნულ წელს "რეალის" ფეხბურთელებმა პირველ სამ საშინაო მატჩში მეტოქეთა კარი 15-ჯერ დალაშქრეს.
ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა პირველ საშინაო მატჩში "ხეტაფეს" სძლიეს 4-2, გოლები გაიტანეს: ბენზემამ(2), რონალდომ და იგუაინმა. შემდეგ შეხვედრაში, რომელიც "ბერნაბეუზე" ჩატარდა "ბლანკოსების" მსხვერპლი "რაიო ვალეკანო" გახდა. მადრიდელთაგან საკუთარ აქტივში გოლები ჩაიწერეს: რონალდომ(3), ბენზემამ, იგუაინმა და ვარანემ. ბოლოს კი "მერენგებმა" "ბეტისი" დაამრცხეს 4-1. აქ აღსანიშნავია გონსალო იგუაინის ჰეტ-ტრიკი 30 წუთში, ასევე რიკარდო კაკას ბრწყინვალე გოლი.
- 25 ოქტომბერი 2011
- 2 107
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.