"ლა ლიგა" - სტატისტიკა
გთავაზობთ მიმდინარე "ლა ლიგის" სრულ სტატისტიკას...
გათამაშების ცხრილი
პოზიციები ტურების მიხედვით
ბომბარდირები
საუკეთესო მეკარეები
საუკეთესო ასისტენტები
ფეარ ფლეის სტატისტიკა
ყვითელი ბარათი - 1 ქულა
ორი ყვითელი ბარათი - 2 ქულა
წითელი ბარათი - 3 ქულა
ფეხბურთელების დისკვალიპიკაცია - 3 ქულა
გუნდის წევრების(არაფეხბურთელების) დისკვალიპიკაცია - 5 ქულა
არეულობა სტადიონზე მაყურებელთა მხრიდან - მსუბუქი - 5 ქულა, საშუალო - 6 ქულა, მძიმე - 7 ქულა
სერიოზული ინციდენტი სტადიონზე - 10 ქულა
მიმდინარე 2011-2012 წლის "ლა ლიგის" რიგით 81-ე გათამაშებაზე უკვე 80 მატჩი ჩატარდა, სულ გავიდა 198 გოლი (საშუალოდ 2.48 მატჩში).
პირველი გოლი სეზონში გაიტანა "სოსიედადის" ფეხბურთელმა იმანოლ აგირეჩემ 34-ე წუთსა და მეხუთე წამზე "სპორტინგის" კარში 2011 წლის 27 აგვისტოს.
პირველი პენალტი გაიტანა "სპორტინგის" ფეხბურთელმა მიგელ დე ლას კუევასმა 68-ე წუთსა და 56-ე წამზე "სოსიედადის" კარში 2011 წლის 27 აგვისტოს.
ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა "რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელმა მიკუმ 14-ე წამზე მადრიდის "რეალის" კარში 2011 წლის 24 სექტემბერს.
ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა "მალიორკას" ფეხბურთელმა ტომარ მეჰედმა 92-ე წუთსა და 34-ე წამზე "ვალენსიას" კარში 2011 წლის 15 ოქტომბერს.
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა "ბარსელონამ" "ოსასუნას" წინააღმდეგ 2011 წლის 17 სექტემბერს - 8-0.
ყველაზე მეტი გოლი მატჩში გაიტანა "ბარსელონამ" "ოსასუნას" წინააღმდეგ(8).
ყველაზე მეტი გოლი დამარცხებული გუნდიდან გაიტანა: "რასინგმა" "ვალენსიასთან" და "სარაგოსამ" "ბეტისთან" - ორივე გუნდი 3-4 დამარცხდა.
ყველაზე დიდი ანგარიშით საგარეო გამარჯვება მოახერხა მადრიდის "რეალმა" "სარაგოსასთან" 2011 წლის 28 აგვისტოს - 6-0.
პირველმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა რობერტო სოლდადომ "რასინგთან" მატჩში 5-ე წუთსა და 53-ე წამზე 2011 წლის 27 აგვისტოს.
სულ ამ სეზონში შესრულდა 9 ჰეტ-ტრიკი. ამ კომპონენტში ლიდერი კრიშტიანო რონალდოა - მან სამჯერ მოახერხა სამი გოლის გატანა:
რობერტო სოლდადომ("ვალენსია") "რასინგის" წინააღმდეგ 2011 წლის 27 აგვისტოს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "სარაგოსას" წინააღმდეგ 2011 წლის 28 აგვისტოს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "ოსასუნას" წინააღმდეგ 2011 წლის 17 სექტემბერს.
რადამელ ფალკაომ("ატლეტიკო") "რასინგის" წინააღმდეგ 2011 წლის 18 სექტემბერს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "რაიოს" წინააღმდეგ 2011 წლის 24 სექტემბერს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 2011 წლის 24 სექტემბერს.
გონსალო იგუაინმა("რეალი") "ესპანიოლის" წინააღმდეგ 2011 წლის 2 ოქტომბერს.
გონსალო იგუაინმა("რეალი") "ბეტისის" წინააღმდეგ 2011 წლის 15 ოქტომბერს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "მალაგას" წინააღმდეგ 2011 წლის 22 ოქტომბერს.
ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ. "მალაგას" წინააღმდეგ მან სამი გოლის შეგდებას 14 წუთი და 11 წამი მოანდომა.
პირველი ყვითელი ბარათი სეზონში "სპორტინგის" ფეხბურთელმა ალბერტო ლორამ მიიღო 43-ე წუთსა და 49 წამზე "სოსიედადის" წინააღმდეგ 2011 წლის 27 აგვისტოს.
პირველი წითელი ბარათი სეზონში "სოსიედადის" ფეხბურთელმა კარლოს მარტინესმა მიიღო "სპორტინგის" წინააღმდეგ 68-ე წუთსა და 14-ე წამზე 2011 წლის 27 აგვისტოს.
ყველაზე გვიან ყვითელი ბარათი მიიღო "სევილიას" ფეხბურთელმა ჟულიენ ესკუდემ "ბარსელონას" წინააღმდეგ 97-ე წუთსა და 8-ე წამზე 2011 წლის 22 ოქტომბერს.
ყველაზე მეტი დრო პირველ ტაიმს დაემატა "ვალენსია" - "ატლეტიკის" მატჩში - 3 წუთი და 2 წამი.
ყველაზე მეტი დრო მეორე ტაიმს დაემატა "ბარსელონა" - "სევილიას" მატჩში - 7 წუთი და 55 წამი.
ყველაზე დიდი მოგებათა სერია "ლევანტეს" ეკუთვნის - 5 მატჩი.
ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია - "ბარსელონა" და "ლევანტე" - 8 მატჩი.
ყველაზე დიდი წაგებათა სერია - "ბეტისი" და "სპორტინგი" - 4 მატჩი.
ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო "ბარსელონა" - "ვილეარეალის" მატჩს - 95 000.
ყველაზე ცოტა მაყურებელი დაესწრო "ბეტისი" - "სპორტინგის" მატჩს - 8 000.
საშუალო დასწრება - 31 612.
- 24 ოქტომბერი 2011
- 3 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.