საუკეთესო ასისტენტები "ლა ლიგაში"

კრიშტიანო რონალდოს, მესუთ ოზილსა და ანხელ დი მარიას "ლა ლიგაში" 14 საგოლე გადაცემა დაუგროვდათ...

მადრიდის "რეალს" "ლა ლიგაში" სათამაშო სიტუაციიდან 21 გატანილი გოლი დაუგროვდა. აქედან 14 საგოლე გადაცემა დი მარიამ, რონალდომ და ოზილმა გააკეთეს. მათ შორის კი პირველზე არგენტინელი გახლავთ. ანხელმა მიმდინარე "ლა ლიგის" გათამაშებაში ხუთჯერ გაატანინა თანაგუნდელს. მან ეს 440 წუთში მოახერხა, საშუალოდ ყოველ 91 წუთში აკეთებს საგოლე გადაცემას.

დი მარია საუკეთესო მაშინ გახდა, როცა მან "მალაგასთან" მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯერ მან გონსალო იგუაინს ანგარიში გაახსნევინა, ხოლო შემდეგ რონალდოსაც გაატანინა. პირველად კი მან თავი "ბეტისთან" გამოიჩინა. მისი შესანიშნავი გადაცემა რონალდომ დააგვირგვინა გოლით.

რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, იგი საგოლე გადაცემას საშუალოდ ყოველ 137 წუთში აკეთებს, ხოლო მესუთ ოზილი ყოველ 125 წუთში. პორტუგალიელის ანგარიშზე 5, ხოლო გერმანელისაზე 4 ასისტია. "ლა ლიგის" მასშტაბით ათეულში 4 "რეალის" ფეხბურთელი მოხვდა. დი მარია პირველზე, რონალდო მესამეზე, ოზილი მეოთხეზე, ხოლო რამოსი 3 საგოლე გადაცემით მეშვიდე პოზიციას იკავებს.

  • wishmaster
  • 24 ოქტომბერი 2011
  • 2 820
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (6)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)