მე–9 ტური, დღე პირველი
მადრიდის "რეალი" აგრძელებს გუნდების განადგურებას, ამჯერად ჟოზე მოურინიომ გასვლაზე "მალაგა" დაამარცხა, ანგარიშით 0–4. "რასინგმა" საკუთარ არენაზე "ესპანიოლის" მოთამაშეებს უმასპინძლა, რომელშიდაც "სანტარდერი" მინიმალური სხვაობით 0–1 დამარცხდა. "სპორტინგმა" თავისი პირველ გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში. ხიხონელებმა მიიღეს "გრანადას" ფეხბურთელები, სადაც ზემოთ ხსენებულებმა 2–0 იმარჯვეს. ყველასათვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კატალონიურმა "ბარსელონამ" ვერ შესძლო "სევილიის" დამარცხება სახლში. ჟოზეპ გუარდიოლას შეგირდები ცდილობდნენ გოლის გატანას, თუმცა ამის საშუალება მათ "თეთრების" გოლკიპერმა არ მისცა (0–0).
22 ოქტომბერი – გამართული შეხვედრები:
"რასინგი" 0–1 "ესპანიოლი"
ხიხონის "სპორტინგი" 2–0 "გრანადა"
"მალაგა" 0–4 მადრიდის "რეალი"
"ბარსელონა" 0–0 "სევილია"
23 ოქტომბერი – გასამართი შეხვედრები:
რეალ "ბეტისი" – "რაიო ვალეკანო"
რეალ "სოსიედადი" – "ხეტაფე"
მადრიდის "ატლეტიკო" – "მალიორკა"
"ოსასუნა" – რეალ "სარაგოსა"
"ვალენსია" – "ატლეტიკ" ბილბაო
"ვილიარეალი" – "ლევანტე"
ამ დროისთვის მადრიდელები ერთპიროვნულად ლიდერობენ "პრიემრა დივიზიონს". "მერენგები" 1 ქულით უსწრებენ კატალონიელებს, ხოლო ორი ქულით მესამე ადგილოსან "ლევანტეს". აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ლურჯები" დღეს გამართავენ შეხვედრას "ვილიარეალთან", რომელიც მეტად მნიშვნელოვანია "რეალისთვის". იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებულებმა იმარჯვეს, მაშინ სწორედ ისინი გადაინაცვლებენ ცხრილის პირველ პოზიციაზე.
Goal.com
- 23 ოქტომბერი 2011
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.