რონალდუს ბრწყინვალე შედეგი
რონალდუმ "ლა ლიგაში" 8 შეხვედრა ჩაატარა და აქედან მან 4 შეხვედრაში გოლის გატანა შესძლო. მან სამი ჰეთ–თრიკი და პლიუს ერთი გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიელმა სამი გოლი შეაგდო "სარაგოსას", "რაიო ვალეკანოს" და "მალაგას" კარში, ხოლო ერთი ბურთი "ხეტაფესთან" მატჩში გაიტანა.
გუშინ კრიშტიანუს სამი გოლის გასატანათ მხოლოდ და მხოლოდ 14 წუთი დასჭირდა, რაც შესანიშნავი შედეგია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდელთა 7 ნომერი დაეწია ლეო მესის. სწორედ არგენტინელი და პორტუგალიელი მოთამაშეები არიან ბომბარდირთა ცხრილის სათავეში, ხოლო მესამე პოზიციაზე კიდევ ერთი მადრიდელი გონსალო იგუაინი იმყოფება, რომელსაც 9 გატანილი გოლი დაუგროვდა.
გოლეადორთა საუკეთესო ხუთეული:
კრიშტიანუ რონალდუ – 10 გოლი (მადრიდის რეალი, პორტუგალია)
ლიონელ მესი – 10 გოლი (ბარსელონა, არგენტინა)
გონსალო იგუაინი – 9 გოლი (მადრიდის რეალი, არგენტინა)
რადამელ ფალკაო – 5 გოლი (ატლეტიკო, კოლუმბია)
რობერტო სოლდადო – 5 გოლი (ვალენსია, ესპანეთი)
Marca.com
P.s - ჩემი მესამასე სიახლე...
- 23 ოქტომბერი 2011
- 2 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.