კასილიასი ხენტოს გაუტოლდა
"მალაგასთან" გამართული შეხვედრა, კასილიასისთვის 428-ე გამოდგა ლა ლიგაზე.
ამ შედეგით, იკერი გაუტოლდა პაკო ხენტოს, რომელსაც "რეალის" მაისურით, ასევე 428 პრიმერას მატჩში მიუღია მონაწილეობა.აღსანიშნავია, რომ ლეგენდალურმა ხენტომ აქტივის გასუქება 18 წლის განმავლობაში შეძლო, ხოლო კასო კი მხოლოდ მე-13 სეზონს ატარებს მადრიდში.
რაც შეეხება "წმინდა იკერის" მორიგ მსხვერპლს, ის ფერნანდო იერო იქნება.ამ უკანასკნელს "თეთრი" სამოსით 439 ჯერ უასპარეზია ესპანეთის პირველობაზე.ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ სტატისტიკას, რაული (550 თამაში), სანჩესი (523) და სანტილიანა (461) ლიდერობენ.
ალბათ, რამდენიმე წელში, დადგება ის მშვენიერი დღეც, როდესაც დიადი იკერი, დიად რაულს გადაუსწრებს!
- 23 ოქტომბერი 2011
- 2 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.