მოურინიო: "მომეწონა თამაში"
"მალაგას" ძლევის შემდეგ, მოურინიომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ფანტასტიური პირველი ტაიმი გამოგვივიდა."ლიონის" წინააღმდეგაც კარგად ვირჯებოდთ 1-ლი 45 წუთის განმავლობაში, თუმცა შედარება არ შეიძლება დღევანდელ შეხვედრასთან."
"საერთო ჯამში, ძალიან მომეწონა ბიჭების თამაში.ისინი გამოირჩეოდნენ, 1-2 შეხებით პასის გაკეთებაში, პრესინგში, უბურთოდ მოძრაობაში და ა.შ.აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ფეხბურთელებს მოტივაცია არ ჰქონდათ."მალაგა" კი შესვენებაზე მოვიდა გონს და ცდილობდა მარცხის შემსუბუქებას."
"მწვრთნელს არ აღელვებს, თუ ვინ გაიტანს და რამდენს.ჩვენი საქმეა ფეხბურთელების მომზადება და დამუხტვა, თუმცა რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით, რონალდუს ქუსლით გატანილ გოლს, რომელიც გარკვეული პერიოდი გვემახსოვრება.კრიშტიანუ ასისტენტობასთან ერთად, გოლების გატანასაც ახერხებს.გახარებული ვარ, რომ რთულ სტადიონზე 3 ქულა მოვიპოვეთ.ეს რიგით მესამე გამარჯვებაა მიმდინარე კვირაში.ამიტომაც, ჩემი შეგირდები ხვალე დასივენებნ."
"მალაგას" ყოველთვის პატივს ვცემდი და არც ახლა შემცვლია წარმოდგენა.მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება სხვა ესპანური კლუბის გაწვრთნა.ასეთია მოურინიოს ფილოსოფია.მე ყველაფერს ვიღებ გუნდისათვის, სადაც ვმუშაობ, აქედან გამომდინარე, სხვაგან არ შემიძლია მუშაობა."
- 23 ოქტომბერი 2011
- 2 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.