ტორილის მეასე შეხვედრა
როგორც იცით, კვირას "კასტილია" "რეიესს" მიიღებს საკუთარ მოედანზე, ეს მატჩი ალბერტო ტორილისთვის მეასე იქნება "რეალის" სარეზერვო და ასაკობრივ გუნდებში მუშაობისას, თუმცა აღსანიშნავია, რომ დისკვალიპიკაციის გამო იგი ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს ამ მატჩს...
ალბერტო ტორილი მადრიდის "რეალში" 2008-2009 წლების სეზონში მოვიდა. მაშინ მას "რეალ მადრიდ ც" ჩააბარეს. სულ, ახალგაზრდა სპეციალისტმა იმ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. მომდევნო ორი სეზონი მან "ხუვენილ ა"-ს უხელმძღვანელა. საერთო ჯამში, 57 შეხვედრაში 43 მოიგო, 7 ფრედ დასრულა და 7 წააგო, ხოლო უკანასკნელი 2 სეზონი "კასტილიის" მთავარი მწვრთნელია. ჯერ-ჯერობით ტორილს 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 18 გამარჯვება, 9 ფრე და მხოლოდ 3 მარცხი. საბოლოოდ კი მას 99 შეხვედრა დაუგროვდა "რეალის" სარეზერვო და ასაკობრივ გუნდებში მუშაობისას. სტატისტიკა კი შესანიშნავი აქვს - 68 გამარჯვება, 20 ფრე და 11 მარცხი...
- 22 ოქტომბერი 2011
- 1 669
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.