ლასი "ნერაძურის" ინტერესშია
მილანის "ინტერი" საყრდენი ნახევარმცველის ძიებაშია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შუა რგოლში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს, პრობლემა არ გვარდება, იტალიურ გიგანტს ნახევარდაცვაში სერიოზული ხარვეზები აქვს, რომლის აღმოფხვრა უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს...
"შავ-ლურჯები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდში საკუთარი "სკაუტის" გაგზავნას და მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. იტალიელებს ფრანგი საყრდენის, ლასანა დიარას შეძენა სურთ, რომელიც "ბლანკოსის" ძირითადში უკვე დიდი ხანია ვერ ხვდება, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის, ახალგაზრდა მოთამაშეს მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს."
"იტალიელები ლასის შეძენის შემთხვევაში ნაწილობრივ მოაგვარებენ შუა რგოლის პრობლემას. თანხა , რომელსაც ნესაძური ჩამოდის უცნობია, მაგრამ ერთი რამ წაყოველთაოდ ცნობილი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა საკუთარ მოთამაშეს 18-20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ შეელება. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას."
- 19 ოქტომბერი 2011
- 2 115
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.