"არანაირი ანგარიშსწორება, უბრალოდ პრინციპები"
წყენას იშვიათად ივიწყებენ...!
"მადრიდის რეალის" ყოფილმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ მოკლე ინტერვიუ მისცა "მარკას" ჟურნალისტს. ინტერვიუში "მადრიდელთა კეთილი ბაბუ" იტყობინება, რომ არ აპირებს დაესწროს საღამოს, რომელიც "მადრიდის რეალის" მიღწევების საპატივცემულოდ იმართება. გუნდის ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იმედგაცრუებულია: "მე ჯერაც ვერ ვხვდები რის გამო გამომაგდეს გუნდიდან. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოჯახში არც თუ ისე კარგი პერიოდი მქონდა. მე არ მსურს დავესწრო იმ გუნდისათვის გამართულ საღამოს, სადაც ასე უსამართლოდ მომექცნენ. ეს არ არის ანგარიშსწორება, უბრალოდ მე ჩემი პრინციპები მაქვს!"_დასძინა დელ ბოსკემ.
წყარო: Marca.com
- 19 ოქტომბერი 2011
- 3 530
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.