მარსელო და დი მარია მატჩის შემდეგ
"ლიონთან" (4:0) მოგებული მატჩის შემდეგ, მარსელომ და დი მარიამ კომენტარები გააკეთეს.
მარსელო:
"დღეს ყველა ფეხბურთელმა ჩინებულად ჩაატარა შეხვედრა. ძნელია მოუგო ისეთ გუნდს, როგორიცაა "ლიონი". თავიდან მატჩი რთული გამოდგა, მაგრამ რომ არა გუნდური თამაში, ასეთი სანახაობაც არ გამოდგებოდა": – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.
დი მარია:
"ჩვენ ბურთის ფლობით დავჯაბნეთ ისინი, მათაც ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება, მაგრამ რატომღაც ჩვენ დავასწარით. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე "რეალისთვის", ბოლომდე დავიხარჯე, როგორც გუნდის ყველა ფებურთელი. ტრავმებიც თავის კვალს ტოვებს, მაგრამ გუნდი ერთიანდება. მოურინიო დიდებული მწვრთნელია და როცა ის სათადარიგოთა სკამზე ზის, ყველაფერს ხედავს": – განაცხადა დი მარიამ.
- 19 ოქტომბერი 2011
- 2 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.