"ლიონი" - სტატისტიკა და რეკორდები
როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალი" "ლიონს" მიიღებს "ბერნაბეუზე". გთავაზობთ ფრანგული კლუბის სტატისტიკას, რეკორდებსა და საინტერესო ამბებს...
სრული სახელი: Olympique Lyonnais
ზედმეტსახელი: Les Gones, რაც ქართულად ბავშვებს ნიშნავს
დაარსების თარიღი: 1899
სტადიონი: "სტად დე ჟერლანდი" (ტევადობა 40 494)
კლუბის მფლობელი და დირექტორი: ჟან-მიშელ აულასი
მთავარი მწვრთნელი: რამი გარდე
ზედმეტსახელი: Les Gones, რაც ქართულად ბავშვებს ნიშნავს
დაარსების თარიღი: 1899
სტადიონი: "სტად დე ჟერლანდი" (ტევადობა 40 494)
კლუბის მფლობელი და დირექტორი: ჟან-მიშელ აულასი
მთავარი მწვრთნელი: რამი გარდე
თავდაპირველად კლუბი 1899 წელს დაარსდა და იგი საუნივერსიტეტო იყო. მოგვიანებით, გარკვეული მიზეზების გამო გუნდმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 1950 წელს კი ისევ აღდგა და დღევანდელი სახელი ეწოდა.
* "ლიონმა" პირველი ოფიციალური შეხვედრა 1950 წლის 26 აგვისტოს გამართა "პარიზ-ჩარენტონთან". სადებიუტო მატჩი წარმატებული გამოდგა - "ლიონმა" 3-0 იმარჯვა.
* 1950 წლიდან მოყოლებული "ლიონმა" საფრანგეთის პირველ ლიგაში 48 სეზონი გაატარა და სულ 1769 მატჩი ჩაატარა, აქედან 686 მოიგო, 442 ფრედ დაასრულა, ხოლო 602 წააგო.
* კლუბმა საფრანგეთის მეორე ლიგაში 9 სეზონი გაატარა და 310 მატჩი ჩაატარა, აქედან 160 მოიგო, 84 ფრედ ითამაშა, ხოლო 56-ში დამარცხდა.
* "ლიონმა" საიუბილეო, მეათასე გამარჯვებას 2003-2004 წლების სეზონში მიაღწია "სტრასბურგის" წინააღმდეგ.
* "ლიონში" ყველაზე მეტი მატჩი წარმოშობით მაროკოელმა სერჟე ჩისეამ ჩაატარა - 541. მან ფრანგულ კლუბში 14 სეზონი გაატარა 1969-1983 წლებში. მეორე ადგილს მეკარე გრეგორი კუპე იკავებს. 1997 წლიდან მოყოლებული 2008-მდე მან 518 მატჩის ჩატარება მოახერხა.
* გრეგორი კუპე და სიდნი გოვუ კლუბის ისტორიაში ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც "ლიონში" თამაშისას 7-ჯერ შეძლეს საფრანგეთის პირველი ლიგის მოგება. ხოლო ყველაზე მეტი ტიტული კლუბის ისტორიაში კუპეს, გოვუსა და ჟუნინიოს აქვთ მოგებული.
* "ლიონის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფლური დი ნალო გახლავთ. 1960-1974 წლებში მან 182 გოლის გატანა შეძლო.
* კლუბის ისტორიაში სეზონში ყველაზე მეტი გოლი ანდრე ჟუიმ გაიტანა - 25. მან ეს 1968-1969 წლების სეზონში მოახერხა.
* ყველაზე დიდი ანგარიშით "ლიონმა" "აიაჩოს" სძლია 1953-1954 წლების სეზონში - 10-0, ასევე ორი წლის შემდეგ იგივე ანგარიშით "დელე" დაამარცხა.
* ყველაზე დიდი ანგარიშით "ლიონმა" საფრანგეთის პირველ ლიგაში "ანგერსსა" და "მარსელს" მოუგო - 7-0.
* ყველაზე დიდი ანგარიშით ევროთასებზე კლუბმა ლუქსესემბურგის "რედ ბოიზს" სძლია - 7-0.
* ჟუნინიო პერნამპუკანომ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი - 44 ჯარიმის გატანა შეძლო. სულ კი მის ანგარიშზე 100 გოლია.
- 18 ოქტომბერი 2011
- 2 205
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.