ბომბარდირი კრისტიანო რონალდო
კრისტიანო რონალდომ გაიტანა ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ თავისი სადებიუტო მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე". მან ასევე ორი გოლი გაუტანა "ციურიხს" და ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში. ცუდი ინფორმაცია ის არის, რომ მან მოედანი მარჯვენა კოჭის დაშავების გამო დატოვა.
რონალდომ პირველი გოლი მატჩის 58–ე წუთზე გაიტანა პეპეს დიდებული პასის შემდეგ. ორ წუთში მან პენალტი მოიპოვა. მიუხედავად ფეხის ტკივილებისა ის დარჩა მოედანზე და 65–ე წუთზე გაიტანა თავისი მეოთხე გოლი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბომბარდირთა სიაში მოჰყვებიან: გრაფიტე ("ვოლფსბურგი", 3 გოლი), ალან ძაგოევი ("ცსკა", 2 გოლი), ნიკოლა ანელკა ("ჩელსი", 2 გოლი), ფილიპო ინძაგი ("მილანი", 2 გოლი) და ტომას მიულერი ("ბაიერნი", 2 გოლი).
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 1 ოქტომბერი 2009
- 2 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.