მადრიდის "რეალი" – "ლიონი" [პრევიუ]
მადრიდის "რეალისთვის" ფრანგული კლუბი უხერხული მეტოქეა. ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონი" ყოველთვის დამაჯერებლად ასპარეზობს, თუმცა წინა წელს მადრიდელებმა მაინც შესძლეს მათი დამარცხება ორი მატჩის ჯამში. ორივე გუნდი შესანიშნავ ფომაშია, რაც აისახება იმაზე, რომ მიმდინარე სეზონში არცერთ მათგანს არ წაუგია ლიგაზე, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შეგირდები ქულათა მარაგით D ჯგუფის პირველ პოზიციაზე იმყოფებიან, მეორეზე ადგილს სწორედ "ლიონი" სჯერდება, ხოლო მესამე ადგილზე 1 ქულით "აიაქსი" იმყოფება. "ზაგრებმა" კი ორივე გამართულ შეხვედრაში მარცხი იგემეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ "სამეფო" კლუბის შეგირდებმა 19 გოლის გატანა მოახერხეს საკუთარ კედლებში. სავარაუდოდ ესპანელებს ყოველ 38 წუთში ერთხელ გაჰქონდათ გოლი, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ კარგი შედეგია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ლიონს" არ ელის ადვილი გასეირნება მადრიდში.
ჟოზე მოურინიოს თქმით, მის გუნდს წინ ელის ძალზედ რთული შეხვედრა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ იგი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ შეხვედრაში. "ბლანკოსის" დამრიგებელს მიაჩნია, რომ რემის შეგირდები იბრძოლებენ ისე, როგორც მათ არასოდეს გაუკეთებიათ ეს. ოპტიმისტურად არის განწყობილი "ლიონის" მწვრთნელი რემი დარკეც, რომელსაც მიზნად "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამი ქულის მოპოვება დაუსახავს.
სამწუხაროდ მადრიდელთა დახმარებას ვერ შესძლებენ მარსელო, ლასანა დიარა, ნური შაჰინი, რიკარდო კარვალიო და რაულ ალბიოლი. ჟოზეს კი კვლავინდებურად მოუწევს ვარანის მინდორზე გაყვანა, რადგანაც იგი მიიჩნევს, რომ რაფაელს შეუძლია ნებისმიერი მცველის ღირსეულად შეცვლა. სავარაუდოდ გონსალო იგუაინი კვლავინდებურად სასტარტო შემადგენლობაში იქნება. არგენტინელი ფორვარდი შესანშნავ ფორმაშია, რაც მის მიერ გატანილ გოლებზე აისახება.
უკანასკნელ შეხვედრებში "რეალმაც" და "ლიონმაც" მოახერხა სამი ქულის მოპოვება. "მერენგებმა" შაბათს "ბეტისი" დაამარცხეს, ხოლო "ლიონმა" გასვლაზე "ნანსის" მოთამაშეებას აჯობა.
Realmadrid.com
- 18 ოქტომბერი 2011
- 2 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.