მადრიდული "Love Story"
"რეალმადრიდ.რუ"-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომლის ნახვის შემდეგაც გაიცნობთ სამეფო კლუბის ფეხბურთელებისა ცოლებსა თუ შეყვარებულებს.ერთი სიტყვით, თქვენს წინაშეა "მადრიდული ლავ სთორი."
#1 იკერ კასილიასი & სარა კარბონერო
მადრიდელმა კარის დარაჯმა, თავისი მომავალი გულის სწორი, პირველად სამხრეთ აფრიკაში ნახა 2009 წელს.ესპანელი კორესპონდენტი კონფედერაციის თასს აშუქებდა.როგორც ცნობილია, იკერი იქედან მოყოლებული ცდილობდა კარბონეროს დაპყრობას, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში შედეგი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ სარა ჰყავდა "ბოი ფრენდი," თუმცა კასოს ყვავილებმა და ყურადღებამ, ჟურნალისტი მოაბრუნა.მიუხედავად იმისა, რომ წყვილი გარკვეული პერიოდი მალავდა ერთადყოფნას, საბოლოოდ, პრესას ვერაფერი გამოაპარეს.
#2 რიკარდო კარვალიო & კარინა
პორტულიელმა მცველმა ცოლად შეირთო ადამიანი, რომელთანაც დიდხნიანი ურთიერთობა ჰქონდა.კარინასა და რიკარდოს ორი შვილი ჰყავთ: 6 წლის როდრიგო და 4 წლის რიკელი.ფეხბურთელი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ საკმაოდ მეოჯახე კაცია.
#3 პეპე & ანა სოფია
კლეპერმა ცხოვრების მეგზური "პორტუში" თამაშის დროს გაიცნო.ის ყოველთვის აღნიშნავს, სოფიას თანადგომას და მადლობას უხდის მას.
#4 სერხიო რამოსი & ლარა ალვარესი
ამ წყვილს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "კარბონილიასი (კასილიასისა და კარბონერო ზედმეტსახელია)."ეს ალბათ, იმიტომ, რომ ანდალუსიელმა მაჩომაც თვალი ჟურნალისტს დაადგა.სერხიომ ლარა Alma Foundation-ზე გაიცნო.მაშინ მშვენიერმა მანდილოსანმა, რამოსს მაისური სთხოვა.
თავდაპირველად, ისინიც მალავდნენ ურთიერთობას, მაგრამ იდუმალ სიყვარულს "Cuore Magazine"-მ ახადა ფარდა, როდესაც მათი ერთადყოფნის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
#5 ნური შაჰინი & ტუგბა
2007 წლის ოქტომბერში, 19 წლის ნურიმ, 18 წლის ტუმა შეირთო ცოლად.ქორწილი სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა, სადაც არა ერთ საპატიო სტუმარს შეხვდებოდით.
ამჟამად, შაჰინი ტრავმას იშუშებს, ხოლო მეუღლე კი "La Moraleja"-ს კვარტალში საკუთარი სახლის მოწყობით არის დაკავებული (იოზილისა და მარსელოს მეზობელია).რამდენიმე თვის წინ, თურქის ოჯახში გაჩნდა ვაჟი - ომერი.
#6 სამი ხედირა & ლენა გერკე
6 თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც სამი დაშორდა კატრინს და იპოვა ახალი "გიერლ ფრენდი."ლენა გერკე ტოპ-მოდელია.ხედირა და ეს ლამაზმანი, რამდენიემ ხნის წინ პაპარაცებმა ამოიღეს ობიქეტივში.
#7 რონალდუ & ირინა შეიკი
ალბათ, ბევრი გოგონა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიგოს კრიშტის გული, მაგრამ ამ უკანასკნელს უკვე ჰყავს რჩეული.რონიმ არმანის გადაღებებზე გაიცნო რუსი მოდელი.პრესის ცნობით, ისინი 2012 წლის 12 ივლისს გეგმავენ ქორწილს მადეირაზე.
#8 რიკარდო კაკა & კაროლინ სელიკო
რიკარდოსა და კაროლინის ქორწილი, 2005 წლის 23 დეკემბერს შედგა.მდიდრულ წვეულებას არა ერთი გამოჩენილი ადამიანი ესწრებოდა.
#9 კარიმ ბენზემა
მიშელი, სარა, კამელია, ოდლი - ეს იმ გოგონების არა სრული ჩამონათვალია, რომლებთანაც ფრანგს ჰქონდა რომანი.
#10 მესუთ იოზილი & ებრუ პოლატი
ებრუ თურქი პოპ-შემსრულებელია.მესუთმა ის, 2008 წელს გაიცნო ძმის ქორწილში.გერმანული პრესის ინფორმაციით, იოზილი პოლატის დაბადების დღის აღსანიშნავად იბიცაზე იმყოფებოდა.
#11 ესტებან გრანერო & პილარი
ესტებანში მანდილოსანში ყველაზე მეტად აფასებს ღირსებას.მან "ხეტაფეში" გაიცნო მომავალი შეყვარებული.ყოველთვის ცდილობს, რომ პრესის თვალებს მოაშოროს მისი რჩეული.
#12 მარსელო & კლარისა ალვეში
ექსპრესიულ ბრაზილიელს, თავისმა ძმამ 15 წლის ასაკში გააცნო კლარისა.მადრიდში გადმობარგების შემდეგ, მარსელომ იქორწინა ალვეშზე.მათ შეეძინათ შვილი - ენცო ალვეშ ვიერია.
#13 ანტონიო ადანი & ვერ გავარკვიეთ, შავი თუ ღია :))
ანტონიოს ჰყავს შეყვარებული, რომელიც ხან შავი თმით ჩნდება პუბლიკის წინაშე, ხან კიდევ ღია თმით.მოკლედ, გაურკვეველია მისი ვინაობა.
#14 ჩაბი ალონსო & ნაგორე არანბურუ
ალონსომ მომავალი მეუღლე 1999 წელს გაიცნო, ნელ-ნელა დაუახლოვდა მას და ახლა 2 ბავშვი ჰყავთ.
#15 ფაბიო კოენტრაო & ანდრეა სანტოსი
წყვილმა რამდენიმე თვის წინ იქორწინა.მათ პატარა ქალიშვილი შეეძინათ.
#16 ჰამიტ ალტინტოპი & ფილის კოჩი
თურქი ფეხბურთელის შეყვარებული, გახლავთ ასევე ფეხბურთელი.კოჩიმ პოდიუმზეც სცადა ძალების მოსინჯვ და კინოშიც, თუმცა მაინც სპორტი არჩია.
#17 ალვარო არბელოა & კარლოტა რუისი
ალვარომ და კარლოტამ 17 წლის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი.ისინი 2009 წელს შეუღლდნენ და ჰყავთ ქალიშვილი.
#18 რაულ ალბიოლი & ალისია როიგი
მათ ქორწილი 2011 წლის 18 ივნისს იზეიმეს.საკმაოდ ელეგანტურ წვეულებას ბევრი ვარსკვლავი ესწრებოდა.ამჟამად, რაული 2 ქალიშვილის მამაა.
#19 რაფაელ ვარანე
ჯერჯერობით რაფაელი თავისუფალია.ის მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს.
#20 პიპიტა
ამჟამად, მარტოა, მაგრამ მისი სახელი არა ერთი გოგონას გვერდით დაწერილა.არგენტინაში იმასაც ამბობენ, რომ გონსალო მალე მამა გახდებაო, მაგრამ რავიცი, რავიცი...
#21 ხოსე კალეხონი & მარტა
ყურებამდე შეყვარებული მადრიდისტა, უახლოეს მომავალში დაქორწილდება.
#22 ანხელ დი მარია & ხორხელინა კარდოსო
წყვილი ერთად ცხოვრობს დაახლოებით 2 წელია, მაგრამ ჯერ ქორწილი არ გადაუხდიათ.
#24 ლასი
"ჩემი პირადი ცხოვრება რჩება პირადად" - განაცხადა ფრანგმა.სხვა ცნობები ლასზე არ მოიპოვება, თუმცა რამდენიმე ხნის წინ, პიპიტამ ენას კბილები ვერ დააჭირა და დასძინა რომ დიარა შეუღლებულია.
აიტორ კარანკა & ანა
ნიშანდობლივია, რომ მოურინიოს დამხმარეზე საკმაოდ მწირი ცნობები არსებობს.
ჟოზე მოურინიო & ტამი ფარია
"განსაკუთრებულმა" ადრეულ ასაკში გაიცნო მომავალი მეუღლე.მათ ორი შვილი ჰყავთ.ამბობენ, რომ ვალდებებასიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, ბოსი ფარია ხდება!
- 18 ოქტომბერი 2011
- 3 404
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.