ფეხბურთელთა შეფასებები
"რეალის" ფეხბურთელთა შეფასებები "მარსელთან" მატჩის შემდეგ.
იკერ კასილასი: როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო შესანიშნავი სეივები გააკეთა და გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლებისგან. მას ხუთი მატჩია არ გაუშვია გოლი.
სერხიო რამოსი: სრულად მოირჩინა ტრავმა. სწრაფად და კარგად მოქმედებდა და არ აძლევდა მეტოქეს შეტევების ორგანიზების საშუალებას.
რაულ ალბიოლი: ძალიან კარგად ითამაშა. ბევრჯერ აღკვეთა მეტოქე გუნდის შეტევები.
პეპე: შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა რონალდოს. ის ნამდვილად საუკეთესო მცველია ევროპაში.
მარსელო: შესანიშნავი შერწყმა დაცვასა და თავდასხმასთან. ჰქონდა გოლის გატანის შანსები პირველ ნახევარში.
ფერნანდო გაგო: კარგი მატჩი ჩაატარა. ის მოქმედებდა გუტისთან და ალონსოსთან ერთად. ის მოქმედებდა ასევე დაცვაშიც.
ხაბი ალონსო: ის ისევ ითვლება ნახევარდაცვის "ტვინად".
კაკა: შესანიშნავად ითამაშა. გაიტანა პენალტი და მიიღო მონაწილეობა მესამე გოლში ქარიმ ბენზემასთან ერთად.
კრისტიანო რონალდო: ორი გატანილი გოლი. პირველი გოლი პეპეს პასის შედეგად გაიტანა, მეორე გოლი კი კაკა–ბენზემას კომბინაციის შემდეგ. შესანიშნავია.
გუტი: მან ითამაშა, როგორც შემტევმა ნახევარმცველმა. ის ასევე აკონტროლებდა ფრანგული კლუბის შეტევებს.
ბენზემა: ის იყო ყველაზე სახიფათო მოთამაშე პირველ ტაიმში. მან ასისტენტობა გაუწია კრისტიანო რონალდოს მესამე გოლში.
იგუაინი: ითამაშა მეორე ტაიმი და იყო ძალიან აქტიური. გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა.
გარაი: შეცვალა სერხიო რამოსი და იცავდა გუნდს მეტოქე გუნდის შეტევებისგან. "მარსელს" გოლის გატანის შანსები მოუსპო.
რაული: ითამაშა მატჩის უკანასკნელი წუთები. გუტისთან ერთად მოქმედებდა ნახევარდაცვაში.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 1 ოქტომბერი 2009
- 4 243
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.