მოუ: ”რაც შეიძლება ადრე უნდა მოვიპოვოთ 1/8-ის საგზური”

სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, ”ლიონთან” თამაშზე ისაუბრა, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

”სამეფო კლუბი ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვიმედოვნებ, რომ ამას დასასრული არ ექნება, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებში.როდესაც ბიჭები დავდაუზოგავად ირჯებიან, თამაშიც უმჯობესდება.ჩვენ გვინდა, რომ წლეულს უფრო ძლიერები ვიყოთ.”

”ამ ეტაპზე გუნდის მისია, ”ლიონის” დამარცხებაა.გასულ წელს, პირველ ოთხ შეხვედრაში 10 ქულა მოვიპოვეთ, რამაც შემდეგში ჯგუფიდან გასვლა განაპირობა.აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ადვილი მოსაპოვებელი არ არის, თუმცა ჩვენ უკვე მოვაგროვეთ ექვსი ქულა.მერვედ ფინალში ჯგუფის პირველი პოზიციიდან გადასვლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ კენჭისყრის დროს, შესაძლებელია შედარებით ადვილი მეტოქე გვერგოს.შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითი, რაც შეიძლება ადრე უნდა გადავწყვიტოთ.”

”შესაძლებელია ბენზემამ და იგუაინმა ერთად ითამაშონ, ან ცალ-ცალკე.ორივე ფორვარდი დიდ სამუშაოს ასრულებს, თან კარგად.ჩემი მიზანია შემადგენლობის გაერთიანება.პრესაში ზოგჯერ აფასებენ, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, მაგრამ გუნდში შეფასების სხვა სისტემა არსებობს.ჩვენ ვაგებთ ერთად და ვიგებთ ერთად.”

”მოხარული ვარ ვარანეს თამაშით.მას 19 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ლიგაზე.წარმატებებს ვუსურვებ მას.”

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)