მე–7 ტური დღეს დასრულდება
ესპანეთის "პრიმერა დივიზიონის" მეშვიდე ტურის შეხვედრები დღეს დასრულდება. ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება "ატლეტიკსა" და "ოსასუნას" შორის, რომელიც ესპანეთის დროით 21:00 წუთზე დაიწყება.
გუშინ გაიმართა "ლა ლიგის" რამდენიმე შეხვედრა. "რაიო ვალეკანომ" საკუათ არენაზე "ესპანიოლს" უმასპინძლა და დამარცხდა მინიმალური სხვაობით 0–1. "სარაგოსამ" კი ნამდვილად დამაჯერებლად ითამაშა და სასურველი შედეგი მიიღო "სოსიედადთან" მატჩში, მათ 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში.
"ლევანტე" იდეალურ ფორმაშია, რაც დასტურდება იმით, რომ ვალენსიელები "ლა ლიგის" ცხრილის სათავეში იყმოფებიან. ზემოთ ხსენებულმა კლუბმა საკუთარ კედლებში დაამარცხა "მალაგა", ანგარიშით 3–0. "სევილიამ" დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულა მოიპოვა "სპორტინგთან" დაპირსპირებაში, ხოლო ხიხონელთა ბრძოლა მართლაც დასაფასებელია (2–1).
სტატიის ამსახველი სურათი:
Goal.com
- 17 ოქტომბერი 2011
- 1 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.