გუტი: "თუ ესე გაგრძელდება მე გუნდიდან წავალ"
ხოსე მარია გუტიერესი ძალიან უკმაყოფილოა თურქეთის კლუბ "ბეშიკთაშში".
"ძალიან უკმაყოფილო ვარ, გუნდის პრეზიდენტით. მთელი შესაძლებლობით ვთამაშობ და ეს ყველაფერი არ მიფასდება. გუნდს მინდა მოვუტანო გამარჯვება და ასევე გავხდეთ თურქეთის ჩემპიონები. ყველაფერს ვაკეთებ გუნდის სასიკეთოდ, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელიც და მწვრთნელიც არ მიფასებენ ნაშრომს. ვისაც უკვე წაკითხული აქ ჩემი განცხადება twitter-ზე ის მიხვდება თუ რატომაც მინდა გუნდის გამარჯვება".
მისმა გუნდმა კაიზერსპორთან 0-2 წააგო. ეს დიდი ტრაგედია იყო ასევე გუნდისთვის და ასევე გუტისთვის. ყველამ იცის თუ რა შეუძლია "ბეშიკთაშს". მას წელს რთული ჩავარდნა აქვთ. მისმა ხელმძღვანელმა უამრავი ვარსკვლავი შეიძინა, მაგალითად გუტი და ჰუგო ალმეიდა. ამ ორმა ვარსკვლავმა გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ისინი მარტო ვერაფერს შეძლებენ. გუტი ძალიან გაღიზიანებულია. იგი რასაც აკეთებს "ბეშიქთაში" არ იმსახურებს.
"ჩემი გატაცება მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთი არ არის. შემიძლია გოლფის თამაშიც. ვგრძნობ, რომ მე უპატივცემულოდ მექცევიან, ამიტომაც გადავწყვიტე კარიერის დამთავრება დროზე ადრე. ისინი მხოლოდ ანგარიშზე ფიქრობენ და ფეხბურთელების დაფასებას არ აქცევენ ყურადღებას, მე როდესაც ვიყავი მადრიდის "რეალში" თავს კარგად ვგრძნობდი. ის სიყვარული მე რაც გუნდმა მაჩუქა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება". განაცხადა ხოსე მარია გუტიერესმა.
marca.com
- 16 ოქტომბერი 2011
- 2 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.