"რეალი" აგრძელებს შესანიშნავ გამოსვლას
"მარსელთან" გამარჯვების შემდეგ "რეალი" აგრძელებს ფეერიულ გამოსვლას ევროპაში. მადრიდელებმა შვიდი გამართული მატჩიდან შვიდივეში გამარჯვებას მიაღწიეს. "სამეფო კლუბი" ერთადერთია ევროპაში ასეთი მაჩვენებლით.
ფრანგულ კლუბთან კრისტიანო რონალდომ (დუბლი) და კაკამ შეძლეს გოლების გატანა. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობენ მას შემდეგ, რაც "მილანმა" დათმო შეხვედრა "ციურიხთან" 0:1.
მადრიდელები ასევე ქვეყნის ჩემპიონატშიც ლიდერობენ. მათ ლა ლიგის ხუთ მატჩში დაამარცხეს შემდეგი მეტოქეები: "დეპორტივო" (3:2), "ესპანიოლი" (0:3), "ხერესი" (5:0), "ვილიარეალი" (0:2) და "ტენერიფე" (3:0). ეს შედეგები "რეალს" საუკეთესოს ხდის ევროპაში.
ასე, რომ "ჩელსის" დამარცხების შემდეგ მადრიდული კლუბი ერთადერთია, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო ამ სეზონში. ამას დაემატება 24 გატანილი გოლი და მხოლოდ 4 მიღებული. კასილასს კი ხუთი მატჩია არ მიუღია საკუთარ კარში გოლი.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 1 ოქტომბერი 2009
- 2 056
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.