მოურინიოს პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ისაუბრა "ბეტისთან" მოპოვებულ სამ ქულაზე, ბენზემასა და იგუაინის მახასიათებელ თვისებებზე და "ლიონთან" გასამართ დაპირისპირებაზე.

"მოხარული ვარ გამარჯვებით. სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმება. ანდალუსიელებმა შეხვედრის პირველ ნახევარში სათანადო მეტოქეობა გაგვიწიეს, თუმცა მეორე ტაიმში მათ ჩვენი შეტევების შეჩერება ვეღარ მოახერხეს, რამაც საბოლოო შედეგზე ცალსახად იმოქმედა".

"გონსალო იგუანი შესანიშნავ ფორმაშია, ისევე როგორც ქარიმ ბენზემა. კარგია, რომ არგენტინელმა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ფორმა ადვილად აღიდგინა და კლუბთან ახლიდან შეთამაშება მარტივად შესძლო, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. გონსალოსაც და ქარიმსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თვისებები გააჩნიათ, მაგრამ მათი მიზანი მხოლოდ ერთია – გაიტანონ რაც შეიძლება მეტი გოლი".

"აგრეთვე გამოვარჩევდი რიკარდო კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს დამაჯერებელ თამაშს. ბრაზილიელმა გადამწყვეტ მომენტში გაიტანა გოლი და დაგვიმტკიცა, რომ იგი კვლავინდებურ ფორმასთან ძალიან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს არ გაუტანია, მაინც ძალიან შედეგიანად ითამაშა, რაც აისახება ორ საგოლე გადაცემაზე".

"შემდეგი მეტოქე "ლიონია", რომელიც ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია. მათი დამარცხება მხოლოდ ძლიერ გუნდებს შეუძლიათ, ვინაიდან ფრანგებმა იციან, თუ როგორ შემოატრიალონ ნებისმიერი შეხვედრა. ამის ნათელი მაგალითები კი ჩვენს შემთხვევაშიც მრავლადაა. რა თქმა უნდა შევეცდებით მორიგი სამი ქულის მოპოვებას ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. საკუთარი კედლების წინაშე გამარჯვება აუცილებელია, ვინაიდან გულშემატკივრებს კვლავინდებურად უნდა მივანიჭოთ სიხარული".


Realmadrid.com

  • tata
  • 15 ოქტომბერი 2011
  • 3 107
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)