მატჩი წუთებში
1 წუთი – დელგადო ფერეიროს ნიშანზე ანდალუსიელებმა შეხვედრა დაიწყეს.
18 წუთი – "ბეტისის" ფეხბურთელმა ვალიდომ ტრავმა მიიღო, როდესაც იგი სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას წაგებული აღმოჩნდა.
24 წუთი – პეპემ მიიღო ყვითელი ბარათი იმისათვის, რომ მან ვალენსიელების კონტრ–შეტევა თამაშის წესების დარღვევის ხარჯზე შეაჩერა.
46 წუთი – გონსალო იგუაინმა ანგარიში გახსნა და დააწინაურა მადრიდის "რეალი". მან ამ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
46 წუთი – კრიშტიანუ რონალდუმ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. პორტუგალიელმა დასარტყმელ პოზიციაზე არგენტინელი გაიყვანა, რომელმაც არ დააყოვნა და ანგარიში გახსნა.
59 წუთი – პირველი გატანილი გოლის შემდეგ მადრიდელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ამან გამოიწვია ანდალუსიელთა კარში მეორე გატანილი გოლი, ხოლო უშვალოდ გოლის ავტორმა რიკარდო კაკამ შესანიშნავად გაახვია ბურთი კარის ბადეში.
59 წუთი – კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ამჯერად რიკარდო კაკას მისამართით.
60 წუთი – სალვა სევილამ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
61 წუთი – რიკარდო კაკას ნაცვლად მოედანზე ანხელ დი მარია გამოვიდა.
63 წუთი – სალვა სევილას ნაცვლად მოედანზე რიკე სანტა კრუზი გამოვიდა.
65 წუთი – ბენატმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
69 წუთი – ხორხე მოლინამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა (2–1).
69 წუთი – რუბენ კასტრომ საგოლე გადაცემა გააკეთა მოლინას მისამართით.
70 წუთი – იმის შემდეგ, რაც მოლინამ გოლი გაიტანა მადრიდელთა კარში, ზუსტად ერთ წუთში გონსალო იგუაინმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
70 წუთი – ანხელ ფაბიან დი მარიამ საგოლე გადაცემა გაუკეთა თავის თანამემამულე გონსალო იგუაინს.
73 წუთი – გონსალო იგუაინმა კიდევ ერთი ჰე–ტრიკი შეასრულა.
73 წუთი – დი მარიამ მორიგი საგოლე პასი გააკეთა.
74 წუთი – მესუთ იოზილის ნაცვლად მოედანზე ფაბიო კოენტრაო გამოვიდა.
78 წუთი – კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად მოედანზე ჰამიტ ალტინტოპი გამოვიდა.
78 წუთი – ბენატის ნაცვლად მოედანზე მომო გამოვიდა.
86 წუთი – მომომ უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
90 + 2 – შეხვედრა დასრულდა მადრიდელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 4–1.
Goal.com
- 15 ოქტომბერი 2011
- 2 252
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.