მადრიდის "რეალი" 4–1 "ბეტისი"
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და რეალ "ბეტისს" შორის, სადაც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა დამაჯერებელი და გამანადგურებელი ანგარიშით 4–1 იმარჯვეს.
საწყისი წუთებიდანვე "ბეტისი" აქტიუროდა. 45 წუთის მანძილზე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რის გამოც მადრიდელებმა პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს და ტაიმის საბოლოო შედეგიც 0–0 დაფიქსირდა.
მეორე ნახევრის დაწყებიდანვე "რეალმა" გოლის გატანა შესძლო, მისი ავტორი კი გონსალო იგუაინი იყო. "მერენგებმა" სრული უპირატესობა მოიპოვეს და მალევე გაიტანეს მეორე გოლიც, რომელიც რიკარდო კაკამ ულამაზესი დარტყმით შეაგდო, თუმცა 69–ე წუთზე ანდალუსიელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (ხორხე მოლინა).
ჯერ 70–ე წუთზე, ხოლო შემდეგ 73–ე წუთზე გონსალო იგუაინმა ორი გოლი გაიტანა და შეასრულა კიდევ ერთი ჰე–ტრიკი. შეხვედრის საბოლოო შედეგი 4–1 დაფიქსირდა, რაღა თქმა უნდა "თეთრების" სასარგებლოდ.
Marca.com
- 15 ოქტომბერი 2011
- 2 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.