Français! Français! Français!

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის ''რეალში'' ყოველთვის ჭარბობდნენ სხვა ეროვნების ფეხბურთელები, ისინი ყოველთვის წინა პლანზე იდგნენ და უმრავლესობამ თავისი ეპოქაც კი შექმნა ''ბლანკოსში''. პირველი უცხოელი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მადრიდულ გრანდში, ეს მექსიკელი ხოსე რამონ საუტო იყო, მან 124 მატჩის ჩატარება მოახერხა 1934-1936 წლებში და საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც მადრიდის ''რეალის'' საერთაშორისო კლუბად გადაქცევა ჰქვია, დღეს ''ბლანკოსის'' კარი ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელისთვის ღიაა. საუტოს გზას ორი არგენტინელი მიჰყვა, როკე ოულსენი და ყველასათვის კარგად ცნობილი, დღეს უკვე მადრიდის ''რეალის'' საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო... ამ უკანასკნელის კლუბში მისვლიდან სამი წელი იყო გასული, როდესაც კლუბში მივიდა რაიმონდ კოპა... ფრანგები! ფრანგები, ფრანგები!

დავიწყოთ თავიდან. რამონდ კოპაზევსკი დაიბადა 1931 წლის 13 ოქტომბერს, პოლონელი ემიგრანტების ოჯახში. მან თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო ''ანჟერში'', უკვე ორი წლის შემდეგ, როდესაც კოპა 19 წლის გახდა ის მიიწვიეს ''რეიმსში'', ეს იყო ტრანსფერი, რომელმაც უზრუნველყო კოპას წარმატებული კარიერა. ფრანგმა 5 წელი გაატარა ''სტად რეიმსში'', სტაბილურად ითამაშა ხუთივე სეზონი და 158 თამაშში 48 გოლის გატანაც მოასწრო.
1956 წელს რაიმონდი მადრიდის ''რეალში'' გადავიდა, სადაც დაუვიწყარი სამი სეზონი გაატარა. პირველივე წელს მოიგო ჩემპიონთა თასი, სადაც მადრიდის ''რეალმა'' ფინალში იტალიური ''ფიორენტინა'' დაამარცხა. კოპამ სამივე სეზონში მოიგო ლიგა ''ბლანკოსთან'' ერთად და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. ბოლო ლიგის თასი მან ''რეიმსის'' წინააღმდეგ მოიპოვა, სადაც უკვე თამაშობდა ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ''ჟასტო'' ფონტანი. კოპას მონაგარი მადრიდში 24 გოლი იყო 79 თამაშში, რაც შესანიშნავი შედეგია იმის ფონზე, რომ ფრანგი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და ფერენც პუშკაშსაც უზადო გადაცემებით ამარაგებდა. 1959 წელს რაიმონდი წავიდა მადრიდიდან, ის დაბრუნდა ''რეიმსში'' სადაც უკვე 1967 წელს საფეხბურთო კარიერა დაამთავრა.

Français! Français! Français!


კლოდ მაკელელე... როდესაც ფრანგი გუნდიდან გაუშვეს, ''რეალის'' მაშინდელმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ასეთი განცხადება გააკეთა:

''ჩვენ არ დაგვაკლდება მაკელელე, მას არ აქვს ტექნიკა, სისწრაფე და არც იმის უნარი, რომ მეტოქეს გასცდეს. მისი გადაცემების 90 პროცენტი მიდის უკან ან გვერდით, მას არ შეუძლია თავით თამაში და იშვიათად აკეთებს პასს სამ მეტრზე დიდ დისტანციაზე. კლუბში მოვლენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და მაკელელე მალე დავიწყებას მიეცემა.''

რაზეც ზინედიზ ზიდანმა ასეთი პასუხი გასცა:
''რატომ უნდა დაუმატო ოქროს საღებავის კიდევ ერთი ფენა ''ბენტლის'', როდესაც მთელ ძრავას კარგავ?''

თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა, ინგლისელმა სტივ მაკმანამანმა აღნიშნა, რომ მაკელელე მაშინდელი ''რეალის'' მამოძრავებელი ძალა იყო და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კლუბში. ''რეალის'' კიდევ ერთმა ლეგენდამ, ფერნანდო იერომ ასევე გააკრიტიკა ფლორენტინო პერესი მაკელელეს კლუბიდან გაშვებისთვის.

''მე ვფიქრობ, კლოდს აქვს ასეთი სახის საჩუქარი - ის იყო საუკეთესო ფეხბურთელი გუნდში წლების განმავლობაში, მაგრამ ხალხი უბრალოდ ვერ ამჩნევდა მას, თუ რას აკეთებდა ის, მაგრამ თუ თქვენ ჰკითხავთ რომელიმე ''რეალის'' ფეხბურთელს, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ, ისინი აუცილებლად გეტყვიან, რომ მაკელელე იყო საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის ''რეალში''. ჩვენ ყველამ ვიცოდით, ყველა ფეხბურთელმა იცოდა, რომ მაკელელე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბში. მისი დაკარგვა იყო დასაწყისი ''ლოს გალაკტიკოსის'' დასასრულისა...''

როგორც მოგეხსენებათ, იეროს სიტყვები მეტწილად გამართლდა, ''რეალმა'' განიცადა უკუსვლა, რომლის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობაც კი უკვე სანატრელი გახდა...

კლოდის მონაგარზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, მან 2000-2003 წლებში 94 მატჩი ჩაატარა მადრიდში და ერთი გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა მთავარი სულ სხვა რამ იყო, ის სამუშაო, რასაც ფრანგი მოედანზე ასრულებდა, უბრალოდ უნიკალური რამ იყო. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფენომენი ''მაკელელე'', რომელმაც ჩამშლელი ნახევარმცველის როლი გამოკვეთა გუნდში და საერთოდ ამ პოზიციას თავისი სახელი დაარქვა, აღარ არსებობს. კლოდმა ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ლა ლიგა მოიგო ''რეალთან'' ერთად და 2003 წლის ზაფხულში, 16 მილიონის სანაცვლოდ, ლონდონის ''ჩელსიში'' გადაბარგდა. ეს იყო ის დიდი წერტილი, რომელიც ''ლოს გალაკტიკოსს'' ფლორენტინო პერესმა დაუსვა.

Français! Français! Français!


2001 წელს მოხდა ის უდიდესი ფაქტი, რამაც დაჩრდილდა დარჩენილი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო სამყარო - ზიდანი 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის ''რეალში'' გადავიდა!
გენიამ ''ბლანკოსში'' ხუთი სეზონი გაატარა, ითამაშა რა საშუალოდ 40 ოფიციალური მატჩი სეზონში და 10-მდე გოლიც გაჰქონდა ყოველწლიურად. გოლიც იყო და გოლიც...
2002 წლის გლაზგოს ფინალში, ''ჰემპდენ პარკზე'' ზიზუს 45-ე წუთზე შეგდებული გოლი, დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში, ეს იყო საღამო, სადაც ერთ მოედანზე 21 ფეხბურთელი და 1 გენიოსი დიდ შოუს დგამდნენ. ''რეალმა'' ლიგა მოიგო და სწორედ ფრანგი ფეხბურთელის ხარჯზე ისევ ამაყად ჩაუდგო ევროპულ საფეხბურთო ტურნირს სათავეში.
ზიდანმა საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა მადრიდში, ''ლოს გალაკტიკოსის'' წევრები იხსენებდნენ:
''როდესაც ჩვენ არ ვიცოდით თუ სად უნდა წაგვეღო ბურთი, მას უბრალოდ ზიდანს ვაწვდიდით.''

2002-2003 წლებში ზიდანმა ''რეალს'' ლა ლიგა მოაგებინა და მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წელს, ფანების მიერ ის დასახელდა ევროპულ ფეხბურთში ბოლო 50 წლის საუკეთესო მოთამაშედ.
თავის მადრიდულ ბოლო სეზონში, ფრანგმა 28 მატჩის ჯამში 9 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთბა მოახერხა. 2006 წლის 7 მაისს კი მან გადაწყვიტა კარიერის დასრულება, ითამაშა რა თავისი ბოლო მატჩი ბერნაბეუზე, ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ, სადაც ''რეალის'' ფეხბურთელები მაისურზე წარწერით ZIDANE 2001–2006 გამოვიდნენ.

Français! Français! Français!


4 მარტი 2011, ბექა ჟორჟოლიანი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)