"რომას" გრანერო მოუნდა
იტალიური კლუბი ესპანელი ფეხბურთელით არის დაინტერესებული...
ლუის ენრიკეს, იტალიური "რომას" მწვრთნელს სურს ესტებან გრანერო მისი გუნდის ფეხბურთელი გახდეს. იტალიელები "ელ პირატის" შეძენას შეეცდებიან.
საქმე იმაშია, რომ წლევანდელ სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა "რეალის" მაისურით ოფიციალურად მხოლოდ 9 წუთი ითამაშა. როგორც ჩანს, მოურინიოს გეგმებში გრანერო არ შედის.
ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენას სხვა ევროპული გუნდებიც ცდილობენ. ლონდონის "არსენალი" , "მალაგა" და უკვე "რომაც" ესტებან გრანეროსთვის იბრძოლებენ.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 15 ოქტომბერი 2011
- 1 484
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.