ჟოზე : "რეალი საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო, "ბეტისთან" შეხვედრის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე თემას შეეხო...

"განაცხადში 21 ფეხბურთელი შევიყვანე, ვერ ვიტყვი რომ ყველა მოთამაშე 100 %-ით არის მზად, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ისინი მოედანზე გამოვლენ, რადგან მთავარი კლუბის ინტერესია. კარიმ ბენზემა ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში იგი დაგვეხმარება. საბედნიეროდ პეპე და კოენტრაო დაბრუნდნენ, ისინი გუნდში უდიდეს როლს თამაშობენ და მათი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. ალბიოლი დაშავებულია, საბოლოო ჯამში სანაკრებო ბატალიებმა ზიანი მოგვაყენა, მაგრამ არა იმდენად სერიოზული, რომ ამან მომდევნო შეხვედრებზე გავლენა მოახდინოს."

"ნებისმიერი კვლევით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მადრიდის "რეალი" საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა."

"მომდევნო მეტოქი "ბეტისი" იქნება, რომელიც სულ ახლახანს გადმოვიდა პრიმერა დივიზიონში, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ კლუბი შარშან ქვედა ლიგაში გამოდიოდა. ვგონებ, ახლა ისინი გაცილებით უფრო მოტივირებულები არიან, რადგან ლა ლიგაში დარჩენა სურთ, მათ კარგი კოლექტივი ჰყავთ, "ბეტისის" მოთამაშეებს დიდი პასუხისმგებლობით და ყურადღებით უნდა ვეთამაშოთ, რადგან მოტივაცია ბევრჯერ ყოფილა გადამწყვეტი, ჩვენ არავის გვეშინია, მაგრამ ყველა კონკურენტს სრულფასოვნად ვაფასებთ."

"ესპანიოლის წინააღმდეგ გადასხვაფერებული შემადგენლობა გამოვიყენე და რამდენიმე სათადარიგო სკამის მოთამაშეს მივეცი შანსი, მათ ავანსები გაამართლეს და კმაყოფილი ვარ. სერხიო რამოსს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, რაც მახარებს."

"კრიშტიანოს პორტუგალიის ნაკრები ფლეი-ოფის გარეშე ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს, რაც სამწუხაროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, ჩვენ მოგვიწევს პორტუგალიელების ნაკრებში გაშვება როდესაც ამის დრო დადგება, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებზე დროის დაკარგვას ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება ჯობია, რომელიც ეროვნული ნაკრების ბედს წყვეტს. ამასთან ერთად ისიც კარგია, რომ შეხვედრა ევროპაში გაიმართება და არა სხვა კონტინენტზე, ეს ფეხბურთელებზე დამატებით ზეგავლენას ახდენს."

"ფაბიო კოენტრაოს უნივერსალობა გუნდისთვის ძალიან კარგია, პორტუგალიელი მოთამაშე ნებისმიერ პოზიციაზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მას შეუძლია მარცხენა მცველად თამაში, ასევე თავს კომფორტულად გრძნობს გარემარბის პოზიციაზე, "ბლანკოსში" მოსვლის შემდეგ კი ალონსოს კვალდაკვალ თამაშსაც აუღო ალღო. არ ვფიქრობ, რომ იგი მუდამ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მაგრამ ცხადია იგი ტყუილად არ გვიყიდია და მრავალ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას."

"ბენზემა და გონსალო იგუაინი განსხვავებული სტილის ფორვარდები არიან, მაგრამ გუნდს ორივე სჭირდება, უდავოა, რომ ორივე მოთამაშე მეტოქის კარის აღებაზეა ორიენტირებული. პიპიტამ ესპანიოლის წინააღმდეგ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფორმაში შედის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კრიშტიანო, რომელიც ფორვარდებს ძალიან დიდ დახმარებას უწევს."

  • Hala
  • 15 ოქტომბერი 2011
  • 1 948
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)