"რეალი" – "ბეტისი" (პრევიუ)
გასამართი მატჩი – მადრიდის "რეალი" 15 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვედრას გამართავს, სადაც მოურინიოს შეგირდები "ბეტისის" დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. მატჩს ესპანელი არბიტრი დელგადო ფერეირო უხელმძღვანელებს.
სავარაუდო შემადგენლობა – მადრიდის "რეალი": კასილასი, რამოსი კარვალიო, პეპე, მარსელო, ჩაბი ალონსო, ლასანა დიარა, კრიშტიანუ რონალდუ, მესუთ იოზილი, რიკარდო კაკა და გონსალო იგუაინი.
წინა მატჩების მსგავსად სავარაუდოდ მადრიდელთა ცენტრ–ფორვარდის პოზიციას ისევ გონსალო იგუაინი დაიკავებს, რადგან მის თანაგუნდელ ქარიმ ბენზემას ფეხის ტრავმა აღენიშნება. შესაბამისად არგენტინელს კიდევ ერთხელ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. როგორც მოგეხსენებათ, რაულ ალბიოლმა ესპანეთის ნაკრებში ტრავმა მიიღო, სწორედ ამიტომ იგი შეხვედრას გამოტოვებს, ისევე როგორც "სტაჟიანი" ტრავმირებული (ავტ) ნური შაჰინი, თუმცა ჟოზე მოურინიოსთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სრულიად გამოჯანმრთელდნენ პეპე და ფაბიო კოენტრაო.
სავარაუდო შემადგენლობა – რეალ "ბეტისი": ესპინოსა, ჩიკა, ამაია, დორადო, პერესი, ექსტებარია, ირინეი, ვადილო, სევილა, მონტარო, სანტა კრუზი.
პეპე მელს გააჩნია საკმაოდ დიდი პრობლემა, რომელშიდაც იგულისხმება ნელსონის არ ყოფნა. იგი გუნდის ერთ–ერთი ლიდერია, თუმცა "რეალთან" მატჩში ანდალუსიელი ვერ ითამაშებს.
იცოდით რომ?
* მადრიდის "რეალისა" და "ბეტისის" უკანასკნელ შეხვედრაში, მადრიდელებმა 6–1 იმარჯვეს "სანტიაგო ბერნაბეუზე". ეს შეხვედრა 2009 წლის თებერვალში გაიმართა.
* მადრიდის "რეალმა" უკანასკნელ სამ შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. აქედან 6 "რაიო ვალეკანოს" კარში", სამიც "აიაქსის", ხოლო 4 ბურთის გატანა ჟოზეს ბიჭებმა "ესპანიოლთან" შესძლეს.
* გონსალო იგუაინმა ზედიზედ ორი ჰე–ტრიკი შეასრულა. პირველად "ესპანიოლთან", ხოლო შემდეგ არგენტინის მაისურით ჩილესთან მატჩში.
* "ბეტისმა" უკანასკნელად "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1998 წელს მოიგო, სადაც ანდალუსიელებმა მადრიდელები მინიმალური სხვაობით 1–0 დაამარცხეს.
"ბეტისისა" და "რეალის" უკანასკნელი ხუთი დაპირისპირება:
მადრიდის რეალი 6–1 ბეტისი (2009 წელი 17 თებერვალი, პრიმერა დივიზიონი)
ბეტისი 1–2 მადრიდის რეალი (2008 წელი, 26 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
ბეტისი 2–1 მადრიდის რეალი (2008 წელი, 16 თებერვალი, პრიმერა დივიზიონი)
მადრიდის რეალი 2–0 ბეტისი (2007 წელი, 27 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
ბეტისი 1–0 მადრიდის რეალი (2007 წელი, 15 აგვისტო, ამხანაგური შეხვედრა)
"რეალის" უკანასკნელი ხუთი შეხვედრა:
ესპანიოლი 0–4 მადრიდის რეალი (2011 წელი, 2 ოქტომბერი, პრიმერა დივიზიონი)
მადრიდის რეალი 3–0 აიაქსი (2011 წელი, 27 სექტემბერი, ჩემპიონთა ლიგა)
მადრიდის რეალი 6–2 რაიო ვალეკანო (2011 წელი, 24 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
რასინგი 0–0 მადრიდის რეალი (2011 წელი, 21 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
ლევანტე 1–0 მადრიდის რეალი (2011 წელი, 18 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
"ბეტისის" უკანასკნელი ხუთი შეხვედრა:
ბეტისი 0–1 ლევანტე (2011 წელი, 2 ოქტომბერი, პრიმერა დივიზიონი)
გეტაფე 1–0 ბეტისი (2011 წელი, 27 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
ბეტისი 4–3 სარაგოსა (2011 წელი, 22 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
ატლეტიკი 2–3 ბეტისი (2011 წელი, 18 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
ბეტისი 1–0 მალიორკა (2011 წელი, 11 სექტემბერი, პრიმერა დივიზიონი)
"ლა ლიგის" საუკეთესო გოლეადორები:
ლიონელ მესი – 8 გოლი (ბარსელონა, არგენტინა)
კრიშტიანუ რონალდუ – 7 გოლი (რეალი, პორტუგალია)
რადამელ ფალკაო – 5 გოლი (ატლეტიკო, კოლუმბია)
გონსალო იგუაინი – 5 გოლი (რეალი, არგენტინა)
რობერტო სოლდადო – 5 გოლი (ვალენსია, ესპანეთი)
აქვე გეტყვით იმასაც, რომ "სამეფო" კლუბის მთავარი კონკურენტი კატალონიის "ბარსელონა" საკუთარ არენაზე "რასინგს" უმასპინძლებს. ამ დროისთვის "პრიმერას" ცხრილის სათავეში "ბლაუგნარა" და "ლევანტე" იმყოფება, ხოლო მესამე ადგილზე მადრიდული კლუბი "რეალია", რომელსაც თან მოზდევს მანუელ პელეგრინის გუნდი "მალაგა".
Goal.com
- 14 ოქტომბერი 2011
- 1 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.