Brasileiros! Brasileiros! Brasileiros!
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის ''რეალში'' ყოველთვის ჭარბობდნენ სხვა ეროვნების ფეხბურთელები, ისინი ყოველთვის წინა პლანზე იდგნენ და უმრავლესობამ თავისი ეპოქაც კი შექმნა ''ბლანკოსში''. პირველი უცხოელი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მადრიდულ გრანდში, ეს მექსიკელი ხოსე რამონ საუტო იყო, მან 124 მატჩის ჩატარება მოახერხა 1934-1936 წლებში და საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც მადრიდის ''რეალის'' საერთაშორისო კლუბად გადაქცევა ჰქვია, დღეს ''ბლანკოსის'' კარი ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელისთვის ღიაა. საუტოს გზას ორი არგენტინელი მიჰყვა, როკე ოულსენი და ყველასათვის კარგად ცნობილი, დღეს უკვე მადრიდის ''რეალის'' საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო... ''ფეხბურთის მამები'' მადრიდულ გრანდში 1996 წლიდან იჩენენ თავს, მეოცე საუკუნის მიწურულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ბრაზილიელებმა საკუთარი ეპოქა შექმნეს ''რეალში'' და აგრეთვე ლომის წვლილი დადეს პროექტში, რომელსაც ''ლოს გალაკტიკოსი'' ეწოდებოდა... ბრაზილიელები! ბრაზილიელები! ბრაზილიელები!
1973 წლის 10 აპრილს, ბრაზილიაში, კერძოდ კი სან პაულოში დაიბადა ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც 23 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მზიანი ბრაზილიიდან ჯერ იტალიაში, შემდეგ კი ესპანეთის დედაქალაქში - მადრიდში გადაბარგებულიყო. 1995 წელს ''პალმეირასში'' მობურთავე კუნთმაგარმა ბიჭმა, შემოთავაზება მიიღო ბრაიან რობსონის ''მიდლსბროდან'', სადაც ინგლისის სანაქებო კაპიტანი ფეხბურთელიც იყო, მწვრთნელიც, ლიდერიც და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ - მხოლოდ და მხოლოდ გაზონს არ კრეჭდა. ამ ერთი შეხედვით სარფიან წინადადებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა უარი თქვა და კარიერის გაგრძელება იტალიურ ''ინტერში'' არჩია. რობერტოს დებიუტი ''ვიჩენცასთან'' შედგა, სადაც ჯარიმით შესანიშნავი გოლი გაიტანა შორი დისტანციიდან, ამავე მატჩში შედგა კიდევ ორი ფეხბურთელის მილანური დებიუტი, ''ინტერის'' რიგებში პირველად გამოჩდნენ ხავიერ ძანეტი და პოლ ინსი. ''ნერაძურიში'', რომლის თავკაციც როი ჰოჯსონი გახლდათ, რობერტო კარლოსს შეტევის ხაზისკენ მიუთითეს და როიმაც ნახევარმცველად თამაში ურჩია, თუმცა კარლოსის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ბრაზილიელი თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და განაგრძო თამაში მარცხენა მცველად.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ბრაზილიელი ტალანტი მადრიდის ''რეალში'' მიიწვიეს... აქ დაიწყო ის 11 სეზონიანი ბენეფისი, რომელსაც წერტილი 2007 წელს დაესვა, იქამდე კი... ისევ გლაზგო... ისევ ''ჰემპდენ პარკი''... ისევ 2002 წელი და ისევ ზინეზინ ზიდანი. კარლოსი იყო შემოქმედი იმ გოლისა, რომელმაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო; სანტიაგო სოლარი გზავნის წინ ბურთს, სადაც ბრაზილიელი მოძრაობაში ახერხებს ბურთის არც თუ ისე ხეირიანად ამობრნუნებას, თუმცა ეს ''არც თუ ისე ხეირიანი ამობრუნება'' გახდა წინაპირობა ულამაზესი გოლისა და შემდეგში უკვე ევროპის საკლუბო თასისა. სხვათაშორის რომ ვთქვათ, კარლოსმა სამჯერ ლიგა და ოთხჯერ ლა ლიგა მოიგო ''ლოს გალაკტიკოსთან'' ერთად. 2005 წლის 2 აგვისტოს მან მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა კლუბისთვის რადგან კარლოსი უკვე ევროპული ოჯახის წევრი იყო. ის გახდა პირველი არაესპანელი(დაბადებული ესპანეთში) ფეხბურთელი, რომელმაც 330 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოახერხა ''ლოს ბლანკოსში'', მან ამ მაჩვენებლით ერთი თამაშით გადაასწრო ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს. კარლოსის მიუტევებელი შეცდომის გამო გავიდა ევროპულ საკლუბო თასებზე უსწრაფესო გოლი, რომელიც ''ბაიერნის'' გოლეადორმა, როი მაკაიმ გაიტანა მადრიდელთა კარში. 2006 წლის ზაფხულში დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ კარლოსი ლონდონის ''ჩელსიში'' გადავიდოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად აეწყო და ბრაზილიელი ლეგენდა თურქულ ''ფენერბახჩეში'' აღმოჩნდა. 2010 წელს ის სამშობლოში, ''კორინთიანსში'' დაბრუნდა, სადაც მადრიდის კიდევ ერთ ბრაზილიელ მარგალიტთან, რონალდოსთან ერთად ერთი სეზონი ჩაატარა. ახლა რობერტო რუსული ''ანჟის'' ღირსებას იცავს, უკვე ასაკიანი თუმცა კუნთმაგარი კარლოსი დღემდე სულით მადრიდისტად რჩება და როგორც მოგეხსენებათ ხშირად სტუმრობს მადრიდს... ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს... და ალბათ ისევ მისტირის იმ ოქროს წლებს, რომელსაც ''ლოს გალაკტიკოსის'' ერა ერქვა...
სავიო... "Diabo Loiro" ანუ ჩვენებურად ''ქერა ეშმაკი'' დაიბადა 1974 წლის 9 იანვარს ვილა ველაში. 14 წლის ასაკში კარიერა ''ფლამენგოში'' დაიწყო და 1998 წლამდე ზემოთხსენებულ გუნდში ასპარეზობდა, რომარიოს და ედმუნდოს მხარდამხარ. 1998 წლის იანვარში მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი სავიოს ცხოვრებაში, ის მიიწვიეს მადრიდის ''რეალში''. გახდა რა მფლობელი 3 ჩემპიონთა თასისა და ერთი ლა ლიგა და სუპერთასიც აღმართა... 2002 წელს ბრაზილიელი კლუბში მომხდარი რეფორმების და გამო გადაბარგებულ იქნა ფრანგულ ''ბორდოში'' ერთწლიანი იჯარით, სადაც 2003 წლამდე უღიმღამოდ იბურთავა, დაბრუნებული რა თქმა უნდა ტრანსფერზე შეაგდეს და სავიომაც 2003 წელს ''სარაგოსას'' ფორმა მოირგო, სადაც გუნდის ლიდერი და წამყვანი ფიგურა გახდა. 2006 წელს ის მშობლიურ ''ფლამენგოში'' დაბრუნდა სადაც ერთ წელზე მეტი ვერ გაძლო და ისევ პრიმერა დივიზიონს დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად ''სოსიედადში'', შემდეგ იყო ''ლევანტე'', რაც უკვე შეგვიძლია სავიოს კარიერის დასასრულად მივიჩნიოთ... ''ანართოსისში'' ერთწლიანი სკამზე ჯდომის შემდეგ, 37 წლის სავიო ''ავალში'' გადაბარდა, სადაც ოფიციალურადაც დაასრულებს თავის კარიერას, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მან უკვე თავისი სიტყვა თქვა საფეხბურთო სამყაროში. მადლობა ყველაფრისთვის Diabo Loiro!
მისი უდიდებულესობა რონალდო! ლუის ნაზარიო დე ლიმა 1976 წლის 18 სექტემბერს რიო დე ჟანეიროში დაიბადა. 17 წლის ასაკში ფენომენი უკვე პროფესიონალურად აგორებდა ბურთს ''კრუზეიროში'' და 1993 წელს აგრეთვე ''ფენომენალური'' შედეგი(14 თამაშში - 12 გოლი) აჩვენა. ეს პატარა ბიჭი უდიდესი ტალანტით უმეთვალყურეოდ არ დატოვეს ევროპულმა გრანდებმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რონალდომ ჰოლანდიური ''პსვ''-დან მიიღო შემოთავაზება, ბრაზილიური ფეხბურთის კიდევ ერთი მამის, რომარიოს რჩევით ის გადაბარგდა კიდეც ჰოლანდიაში და პირველივე ევროპულ სეზონში ''მფრინავი ჰოლანდიელები'' 30 საშიდაჩემპიონატო გოლით ჰაერში დატოვა. მომავალ წელს იყო ტრამვა, რომელიც ბრაზილიელს მთელი კარიერის მანძილზე სდევდა... მან 13 თამაში ითამაშა და 12 გოლის გატანა მოახერხა, რონალდოსთვის ეს ტრაგედია იყო, დღევანდელი ფორვარდებისთვის კი ასეთი შედეგი - მიღწევაა.
''ბარსა'' - უდიდესი ნახტომი დე ლიმას ცხოვრებაში. 1996 წელს, როდესაც საკითხი შემდეგნაირად იდგა; ''ინტერი'' ან ''ბარსელონა'' - ბრაზილიელმა თითი კატალონიისკენ გაიშვირა, 17 მილიონად ''ბარსას'' ფორმაც მოირგო და სასწაულების მოხდენაც დაიწყო...49 თამაშში 47 გოლი - ეს უბრალოდ ფანტასტიკაა! მოიგო რა სუპერთასი და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 20 წლის ასაკში 30 გოლის გატანა მოახერხა ლა ლიგაში. 1996 წელს იგი ფიფას ეგიდით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი დიდებისაკენ - რონალდო ''ინტერის'' ფეხბურთელია!
19 მილიონი, უეფას თასი და დიდი შოუ... ეს იყო რონალდო მილანელებისთვის. პირველივე სეზონში უეფას თასის ფინალში გატანილი გოლით საკუთარ გუნდს ტიტულისკენ უბიძგა, მილანურ დერბიში მალდინიც ბევჯერ გააწბილა და ჯამში 49 გოლსაც მოუყარა თავი, თუმცა მთავარი... 1999 წლის 21 ნოემბერი - ''ლეჩე'', საშინელი ტრამვა, რომელმაც ბრაზილიელი ერთი წლით აუქმა... 2000 წელი 12 აპრილი - ''ლაციო'', პირველი მატჩი დაბრუნებიდან, რონალდო შედის მოედანზე, ეხება ბურთს, მინდორზე ეცემა და ცხარე ცრემლებს ღვრის, რამაც მთელი სტადიონი შოკში ჩააგდო.
დაბრუნება, მაგრამ რა დაბრუნება... ფენომენი 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მწყობრში იყო... ითამაშა რა შესანიშნავად მთელი ტურნირი და ფინალურ მატჩში, ოლივერ კანს(რომელიც ფინალის საუკეთსო ფეხბურთელად დასახელდა) ორჯერაც დაუბრახუნა. დასახელდა ამავე წლის საუკეთესო ფეხბურთელად და გახდა მსოფლიო თასის ბომბარდირიც, პირადად მოაგებინა თასი სამხრეთ-ამერიკელებს და ზაფხულიც მშვიდად დაასრულა.
39 მილიონი ის თანხაა, რომელიც ფლორენტინო პერესმა ამ შეუფასებელ ფეხბურთელში გადაიხადა. მოხსნა ყოველგვარი რეკორდი მაისურების გაყიდვის მხრივ. ყველაფრის მიუხედავად რონალდო 2002 წლის ოქტომბრამდე ვერ ეხმარებოდა გუნდს, ბერნაბეუ კი ამაყად სკანდირებდა მის სახელს: ''რონალდო! რონალდო! რონალდო!''.
ის მოვიდა... შეასრულა რა დუბლი პირველივე შეხვედრაში და გაგვხადა მომსწრე იმისა, თუ როგორ უკრავდა ტაშს ფეხზე წამომდგარი ბერნაბეუ ერთ ადამიანს.
ამავე სეზონში იყო ლეგენდარული გაბრძოლება ''მანჩესტერთან'', ეს იყო მატჩი რომელსაც რონალდო - თერტმეტი ეშმაკის წინაარმდეგ დაარქვეს. ფენომენმა უშეღავათო ბრძოლაში, ''ოლდ ტრაფორდზევე'' დაასამარა ფერგის შეგირდები. 3 გოლი ფაბიენ ბარტეზის კარში... მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ინგლისელების გამარჯვებით 4:3 დასრულდა, რონალდო იყო ის ადამიანი, რომელიც ''რეალს'' შემდეგი ეტაპისკენ წარუძღვა.
რონალდომ ორჯერ მოიგო ლა ლიგა ''გალაკტიკოსთან'' ერთად და თავისი სახელი ოქროს ასოებით ამოტვიფრა ამ ეპოქაში. 83 გოლი 127 თამაშში... 83 გოლი, რომელთაგანაც თითოეული დასამახსოვრებელი და გონებაში ჩასაბეჭდი იყო, მხოლოდ მას შეეძლო ერთი მოძრაობით ოთხი მცველის ჩამოცილება...
ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო - ამით ყველაფერი ნათქვამია...
ლეგენდა რონალდოზე - ყოველთვის იცოცხლებს მადრიდში, ისევე როგორც მადრიდი რონალდოში...
5 მარტი 2011, ბექა ჟორჟოლიანი
- 15 ოქტომბერი 2011
- 2 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.