RealContrao
"რეალინტერვიუს" მორიგი გმირი, ფაბიო კოენტრაო გახდა.
Keemo-ს "Beautiful Lie"-შესანიშნავი სიმღერა, რომელიც ფაბიო კოენტრაომ ამინტერვიუს ფონად აირჩია. საღამო მშვიდობისა და კეთილი იყოს შენი მობრძანება Real Madrid TV-ში.
საღამო მშვიდობისა. ესაა სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. საუბედურეოდ მე ესპანურად მთლად გამართულად ვერ ვსაუბრობ.
მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შენ ყველა ღონეს იხმარ, რომ ჩვენთან ინტერვიუ შედგეს, ამისთვის ესპანურიც გამოდგება და პორტუგალიურიც. ხალხს უნდა , რომ ნამდვილი ფაბიო კოენტრაო გაიცნოს. მათ უნდა იცოდნენ ფაბიოს პიროვნება. შენ ცოტა მორცხვი ხარ და არ გიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ეს ასეა?
დიახ, ეს სიმართლეა. მე იმ კატეგორიათა ადამიანებს განვეკუთნები, რომლებსაც ბევრი ლაპარაკი არ უყვართ, ჩემ თავზე კი ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
როცა ფაბიო ახალგაზრდა ბიჭი იყო, ის იზრდებოდა კონდეში, კახინასის მეზობლად. როგორი იყო სამეზობლო?
ეს არის ადგილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. იქ ბრწყინვალე ხალხი ცხოვრობს და მანდ თავს მშვენივრად ვგრძნობ. როცა მე ჩემ საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მე იქ დავბრუნდები, ვინაიდან მე იქ ძალზედ დიდ ხანს ვცხოვრობდი და ისაა ადგილი, რომელიც მე ბედნიერს მხდის.
ეს სათევზაო სოფელია. შეგიძლია აღგვიწერო და მოგვიყვე მასზე? ზღვისპირა პატარა სახლებით მდიდარი სოფელია?
სინამდვილეში სახლები ძალზედ მომხიბვლელია. ძალზედ პატარებიც არაა. რეალურად უფრო დიდი სახლებია. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, იქ ხალხი კარგად ცხოვრობს.
რამოდენიმე წუთის წინ, თქვენ აღნიშნეთ, რომ კახინასის მცხოვრებლები ძალიან კარგი ხალხია, რა ხდის მათ ასე განსაკუთრებულს?
ისინი ძალზედ მგვანან მე ხასიათით და ამიტომაც ჩვენ შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს.
როცა ბავშვი იყავით, რაზე ოცნებობდით დაწოლის წინ?
ჩემი ყველა ოცნება ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის მიტაცებდა სპორტი და მუდამ ვთამაშობდი მას. დედაჩემი ხალხს უყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ვიძინებდი ბურთთან ერთად საწოლში.
გამოდის დასაძინებლად ბურთთან ერთად მიდიოდი და მასთან ერთად იღვიძებდი დილით.
დედაჩემი მუდამ იხსენებს, როგორ არ მიყვარდა, როცა ბურთს ვშორდებოდი, შესაბამისად მუდამ იმაზე ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ამის შემდეგ ძალიან , ძალიან ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რათა ვყოფილიყავი იქ, სადაც ამჟამად ვარ.
სანამ ფეხბურთელი გახდებოდით მღებავის პროფესიას ეუფლებოდით. რამდენი წლის იყავით,. როცა მუშაობა დაიწყეთ?
13 წლის გახლდით, როცა სამსახურში წავედი. მრებავიც ვიყავი, მშენებლობაზეც მიმუშავია. ამის შემდეგ იყო ფეხბურთი.
იმისთვის მუშაობდით, რომ მშობლებს დახმარებოდით?
ჩემი მშობლები საფრანგეთში ემიგრირდნენ, როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ პორტუგალიაში დარჩენა მომიწია. ყველაფერი მქონდა, რაც მჭირდებოდა, მაფრამ ვმუშაობდი იმისთვის, რომ ჩემი ფული მქონოდა მეგობრებთან ერთად გართობისთვის, კარგი ტანსაცმლის საყიდლად.
ყველა ფეხბურთელი, ვინც კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოდის, ამბობს, რომ ეს ძალზედ სპეციფიკურია, ვინაიდან ის მოედანზე გასვლისას უზარმაზარად გეჩვენება.
ფანტასტიკური სტადიონია. მახსოვს, როცა პირველად დავდგი ფეხი ამ სტადიონზე, რაოდენ გახარებული და ბედნიერი ვიყავი.
რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თითქოსდა კრიშტიანო რონალდუს სახლში მიდიხარ იმისთვის, რათა იქიდან მწვანეულობა წამოიღო სუპის გასაკეთებლა? შეგიძლიათ კარგად აგვიხსნა?
მადრიდში არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ვარ, შესაბამისად ბევრს არ ვიცნობ. კრიშტიანოს მანამდეც ვიცნობდი, ასე რომ მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ. მე მივდივარ მის სახლში, თუ ის არ პასუხობს მარტივად ვძვრები მის ღობეზე და მომაქვს ის მწვანეულობა , რაც მჭირდება.
მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობ?
დიახ, მე ბედნიერი ვარ.
რას ფიქრობ თავად ქალაქზე?
ბედნიერი ვარ, მშვენიერი ქალაქია , კარგია აქ ცხოვრება.
ვისთან მეგობრობ ყველაზე მეტად "მადრიდის რეალში"?
კრიშტიანო რონალდუსთან. ასევე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მარსელოსა და პეპესთანაც.
იკერ კასილასიც მუდამ შენს გვერდითაა.
დიახ, ის მუდამ ჩემ გვერდითაა, მაგრამ ასეა ანალოგიურად ყველა ჩემი თანაგუნდელი. მარტივად რომ ვთქვა, მათ შორის საუკეთესო ურთიერთობა კრიშტიანოსთან , პეპესთან და მარსელოსთან მაქვს.
რას ეტყოდით "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებს?
ჩემი მხრივ, მე ყველაფერს გავაკეთებ და თავდაუზოგავად ვიშრომებ. იმედი მაქვს გუნდი შეძლებს ტიტულების მოპოვებას.
წყარო: RealMadrid.com
- 14 ოქტომბერი 2011
- 1 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.