იყო, არის და იქნება... ნაწილი მეორე
”როდესაც მე ავღნიშნავდი ჩემს გოლს ”ატლეტიკოს” კარში, მე ვაკოცე მადრიდის გერბს, რათა ყველამ ნახოს, რომ მე ”მადრიდისტა” ვარ და მოვკვდები ამ გერბისთვის. მე ყოველ თამაშში მოვკვდები ამ მაისურისთვის.” (იანვარი 1997 წელი.) რაულ გონსალეს ბლანკო...
''ატლეტიკოს'' საფეხბურთო სკოლაში რაულს დიდხანს არ იღებდნენ. ძალიან გამხდარი და სუსტი ეჩვენებოდათ. რაულმა მიზნის მისაღწევად გამალებით დაიწყო საჭმლის მიღება, რათა წონაში მოემატა. იგი ყველაფერს ჭამდა, რისი ჭამაც შეიძლებოდა.
საბოლოოდ ''ატლეტიკოს'' სკოლაში რაული მაინც მიიღეს, 13 წლის ასაკში. მაგრამ 2 წლის შემდეგ რაული ქუჩაში აღმოჩნდა. ''ატლეტიკოს'' მფლობელს, ხესუს ხილს ფინანსური პრობლემები შეექმნა და კლუბის შენარჩუნების ფასად, სკოლის მსხვერპლად გაღება მოუწია.
''დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რაულს ''რეალში'' წასვლა მოუწია. ეს ჩემი ცხოვრების ერთ - ერთი უმთავრესი ცოდვაა. როდესაც ვხედავ როგორ ახარებს რეალის გულშემატკივრებს, გული მიკვდება. არადა, შესაძლებელი იყო იგი ''ატლეტიკოს'' სიმბოლო გამხდარიყო.'' - განაცხადა გარდაცველებამდე მცირე ხნით ადრე ხესუს ხილმა.
და რაული იძულებული გახდა ''საძულველ'' ''რეალში'' მისულიყო.
პირველივე დღეს მივხვდი, როგორი მოთამაშე მოვიდა ჩვენთან. მომავალი გენიოსი, უჩვეულოდ ნიჭიერი და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი, დაჯილდოებული ლიდერის თვისებებით, - იხსენებს ანტონიო კიროგა, ''რეალის'' ბავშვთა გუნდის მწვრთნელი.
''სამეფო კლუბის'' ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მეტსახელიც შეურჩიეს, "მიგდებული" , მაგრამ ეს მეტსახელი რაულს დიდხანს არ შერჩენია. იგი არასდროს ყოფილა ამაყი და არც ვარსკვლავური ავადმყოფობა შეყრია. იგი ყოველთვის იმ პრინციპით ცხოვრობდა, რომ ადამიანი უბრალო და თავმდაბალი უნდა იყოს.
ბექა ჟორჟოლიანი, 5 აგვისტო 2010 წელი
- 13 ოქტომბერი 2011
- 1 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.