"სევილია" მორატათ დაინტერესდა
"სევილია" “რეალის” კანტერის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელით, ალვარო მორატათ დაინტერესდა.
ალვარო ნეგრედოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, “სევილიას” ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმელის გადაბირება სურს, ამჯერად მათი რჩეული “კასტილიელი” მორატაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მორატამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ალვარო არ იქნა გადაყვანილი პირველ გუნდში. თუმცა, კონტრაქტი ალბათ კლუბის სამომავლო გეგმებზეა გათვლილი. ამიტომ, მორატა მიიღებს პირველ გუნდში გამოსვლის შანსს.
წელს ახალგაზრდა კანტერანომ მესამე დივიზიონის 8 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ალვარო ევროპის 19–წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რომელიც 2011 წლის ზაფხულში "ფურია როხამ" მოიგო.
კლუბი არ გეგმავს ფორვარდის გაყიდვას, რადგან მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ფეხბურთელის ხელშეკრულების დარღვევის სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
- 13 ოქტომბერი 2011
- 1 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.