შაჰინი, ბენზემა და ინტერნაციონალები მინდორზე
ალონსომ, კასილიასმა, რამოსმა, არბელოამ, ოზილმა, ხედირამ და ალტინტოპმა "ვალდებებასზე" ივარჯიშეს; შაჰინი და ბენზემა ასრულებდნენ სპეციალურ აღდგენით ვარჯიშებს
მადრიდის "რეალი" განაგრძობს მზადებას შაბათს გასამართ მატჩისთვის "ბეტისის" წინააღმდეგ. ინტერნაციონალებთან ერთად ვარჯიშობდნენ "კასტილიის" ნაჩო, ალექს ფერნანდესი, კარვაიალი, ომარი, ხესე, მორატა და კასადო. კრისტიანო რონალდო, ვარანე და ტრავმირებული ალბიოლი და კარვალიო დახურულ კარს მიღმა იმყოფებოდნენ. ბენზემა და შაჰინი გამოსაჯანმრთელებელ ვარჯიშებს ასრულებდნენ მინდორზე. იგუაინმა, დი მარიამ და მარსელომ გააცდინეს სესია რადგან მათ დღეს დილას ადრე ითამაშეს თავიანთ ეროვნულ გუნდებთან ერთად.
სესია ღია იყო პრესისათვის და კლუბის წევრებისათვის, რომლებიც ძლიერ უჭერდნენ მხარს გუნდს ყოველთვის.
ხაბი ალონსო, კასილიასი, სერხიო რამოსი, არბელოა, ოზილი, ხედირა და ალტინტოპი გუნდს შუადღეს შეუერთდნენ. ისინი ინტერნაციონალურ მატჩებს ატარებდნენ გასული ორი კვირა.
მოთამაშეები დაიყვნენ სამ ჯგუფად. მეკარეები მუშაობდნენ მეკარეების მწვრთნელ სილვინო ლოუროსთან; სერხიო რამოსი, ხედირა, ოზილი, არბელოა და ალტინტოპი მინდვრის გარშემო ძუნძულებდნენ და აკეთებდნენ გაწელვით ვარჯიშებს; დანარჩენები უფრო ინტენსიურ ვარჯიშებს ასრულებდნენ ახალგაზრდა გუნდელებთან ერთად.
ჟოზე მაურინიო მთელი სესიის განმავლობაში ესეუბრებოდა თავის ფეხბურთელებს და მოგვიანებით მან ჩაატარა პრაქტიკული მატჩი. ქომაგები გაერთნენ და ისინი ასევე სკანდირებდნენ ბენზემას და კარვალიოს სახელებს, რომლებიც მუშაობდნენ აღდგენითი ვარჯიშების ექსპერტ კარლოს ლალინთან ერთად. გუნდმა ქომაგებს მადლობა, სესიის ბოლოს, დარიგებული ავტოგრაფებით გადაუხადა.
წყარო: realmadrid.com
- 12 ოქტომბერი 2011
- 2 023
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.