ცოტა რამ სტატისტიკაზე
ყველას გვახსოვს კეირუშის "რეალი". გუნდი რომელშიც უამრავი ვარსკვლავი ირიცხებოდა და ყველას და გასაკვირად გალაქტიკომ ვერაფერი ვერ მოიგო.
სწორედ ამ პერიოდში მოვიდა გუნდში ბექემი და კარლოს კეირუში. პერესის პროექტი თითქოს პიკს აღწევდა, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ყველაფერი გააფუჭა და მისი მწვრთნელობის დრო "რეალის" ისტორიაში შესულია როგორც ცუდი და სამარცხვინო პერიოდი. ასეთ ვითარებაში კი კეირუშის "რეალმა" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სწორედ "მარსელთან" ჩაატარა. ეს ის "მარსელი" იყო სადაც დროგბა ბრწყინავდა და სწორედ იმ სეზონში დაიმკვიდრა მან სახელი მსოფლიო ფეხბურთში. ასევე ამ გუნდში გამოდიოდა ვან ბუიტენი, ახმედ ჰოსამ მიდო და სელესტინი. მსუბიქად რომ ვთქვათ იმ დროინდელი რეალისათვის ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ გახლდათ.
ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი კეირუშის პერიოდში
მაშ ასე ეს იყო თამაში სადაც ნამდვილად დიდი მოლოდინი იყო. ყოველ თამაშზე გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ გუნდი გამოასწორებდა თამაშს. 55000 მაყურებლის წინაშე მადრიდელებმა პირველი გოლი საკუთარ კარში იწვნიეს. გოლის ავტორი კი დროგბა გახდა.
ამ შეხვედრაში მადრიდელთათვის გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ როდესაც კარლოსმა ფენომენალური გოლი გაიტანა. ბექემმა გაჭრა ფრანგთა მარცხენა ფრთა და ზუსტი პასით რობერტო იპოვნა ხოლო კარლოსმა პარაშუტის სტილში დაარტყა და ბერნაბეუზე შეკრებილი მაყურებელი მიახვედრა, რომ ტყულიად არ ჰქონდათ ფული გადაყრილი ბილეთებში. ეს იყო გოლი რომელიც შევიდა "რეალის" ისტორიაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გოლი.
ფენომენი ანუ იგივე რონალდო
იმ ღამით რობერტო კარლოსის გოლი არ აღმოჩნდა ბოლო და საქმეში უკვე მისი თანამემამულე რონალდო ჩაერია. ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ თავისი სახელი დააფიქსირა ტაბლოზე როგორც გოლის ავტორი და თანაც ორჯერ. ფენომენის მეორე გოლი ძალზედ ლამაზი აღმოჩნდა და თანაც საინტერესო მარტო იმიტომ არის, რომ შეტევა ზინედინ ზიდანმა დაიწყო მოედნის ცენტრში, რონალდოს უპასა და ბრაზილიელიც ჩველ სტილში ბევრი ფიქრის გარეშე მოიქცა და დაარტყა კარში.
ეს ყველაფერი უკვე ისტორიაა. იმ გალაქტიკომ მოახერხა მარსელის დამარცხება და თანაც ლამაზად. თუ რა მოხდება დღეს ამაზე პასუხი დღეს 22:45 გაეცემა.
by: aqilevs
- 30 სექტემბერი 2009
- 3 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.