მადრიდული ზამთარი შესაძლოა ცხელი აღმოჩნდეს
სათაურმა შესაძლოა ცოტა დაგაბნიათ, მაგრამ ეს არაფერი. მადრიდის "რეალისთვის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა ძალიან ცხელი აღმოჩნდეს, რადგან გუნდს თავდასხმის ხაზში ისეთი დონის მოთამაშის დამატება სურს, როგორიც არგენტინელი კარლოს ტევესია.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, მანჩესტერ "სიტისა" და კარლიტოს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბულია, პირველ რიგში ეს ყველაფერი არგენტინელი ფორვარდისა და რობერტო მანჩინის დაპირისპირებამ განაპირობა. ყველას კარგად გვახსოვს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს მომხდარი ინცინდენტი, როდესაც მიუნხენის ბაიერნთან მატჩში ტევესმა მოედანზე შესვლაზე უარი განაცხადა.
ინგლისური კლუბი გამოუვალ სიტუაციაშია. ტევესი მოედანზე აღარ შედის, იგი გუნდთან ერთადაც იშვიათად ვარჯიშობს. მანჩესტერელები იძულებულნი არიან არგენტინელს შეელიონ. ამას ემატება ის გარემოება, რომ კარლიტოს ფასმა დაიწია, პირველ რიგში ეს სიტუაცია იმითაა განპირობებული, რომ "ლურჯები" მოთამაშეს იძულების წესით უშვებენ. ყველაფერი "ბლანკოსის" წისქვილზე ასხამს წყალს, პერესს და კომპანიას წინახაზელის შეძენა დაახლოებით 20-25 მილიონი დაუჯდებათ, რაც რეალურ ფასთან შედარებით 20 მილიონით ნაკლებია.
სამეფო კლუბის მესვეურები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ინტენსიური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ, ასე რომ სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ იანვარში კარლიტო სამეფო კლუბის მაისურს მოირგებს.
- 11 ოქტომბერი 2011
- 2 019
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.