ახალგაზრდა გიგანტი "რეალში"
მადრიდის "რეალის" ბოლო ტრანსფერი, ალექს კრანინქსი გახლავთ.
ახალგაზრდა გოლკიპერი, მხოლოდდამხოლოდ 15 წლისაა და მისი სიმაღლე 1 მეტრსა და 91 სანტიმერს შეადგენს.როგორც გადაწყდა, არასრულწლოვანი კარის დარაჯი, "რეალ მადრიდ Juvenil C"-ში გააგრძელებს კარიერას.
ალექსი მარბელიას "Juvenil"-ში გამოდიოდა, ასევე თავის გოლკიპერ ძმასთან ერთად ტერსერაშიც თამაშობდა.ბელგიელი ფესვების მქონე მეკარე, მადრიდელმა სკაუტმა შეამჩნია.აღსანიშნავია, რომ "ალმერიაც" არ იშურებდა ძალებს კრანინქსისთვის, თუმცა "რეალმა" გასაკეთებელი გააკეთა.
"მადრიდში 1 საცდელი კვირა გავატარე, რის შემდეგაც მომიწონეს და ამიყვანეს გუნდში.მოხარული ვარ იმით, რომ კლუბში კარგად მიმიღეს.ხელმძღვამელებმა "აიაქსთან" თამაშის ბილეთიც კი მაჩუქეს." - აღნიშნა ალექსმა, რომელიც თავისი კუმირის, კასილიასის, მაისურში იყო გამოწყობილი.
მადრიდელებმა "გიგანტი" სამი ათას ევროდ შეიძინეს, მაგრამ იმ პრიობით, რომ თუ ფეხბურთელი "კასტილიაში" მოხვდება 60 000, ხოლო თუ "რეალის" პირველ გუნდში ექნება დებიუტი, მაშინ სამასი ათასი, უნდა ჩაურიცხონ მარბელიას.
"ჩემი კუმირი კასილიასია, თუმცა თამაშის სტილით დე ხეას მამსგავსებენ" - დასძინა ახალწვეულმა მადრიდისტამ.
- 10 ოქტომბერი 2011
- 3 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.