სიახლეები კანტერიდან
"კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს ეგიდით "ტენერიფეს" მიიღებს საკუთარ მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ალბერტო ტორილის შეგირდები წინა მატჩში "ლა როდასთან" დამარცხდნენ, ახლა კი "ალფრედო დი სტეფანოზე" შეეხდებიან ცხრილის ლიდერთა სიას შეუერთდნენ. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
"რეალ მადრიდ ც" "ვიკალვაროს" დაუპირისპირდა და 4-2 დაამრცხა. გოლები გაიტანეს: რუბენ სობრინომ (2), ბრუნომ და აგუზამ. ხოსე მანუელ დიასის შეგირდები წლევანდელ ეზონში ჯერ დაუმარცხებელნი არიან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მსაჯმა ინციდენტში ბრუნო დაადანაშაულა, რომელმაც წითელი ბარათიც მიიღო.
"ხუვენილ ა" "პოცუელოს" დაუპირისპირდება გასვლით შეხვედრაში. ახალგაზრდა მადრიდისტები 10 ქულით ცხრილის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებიან.
"ხუვენილ ბ"-მ გასვლით შეხვედრაში "მოსტოლესი" გამანადგურებელი ანგარიშით 6-0 დაამრცხა. გოლები გაიტანეს: ხოსემ (2), კრისმა, მარკმა, დანიმ და პოლმა. ცნობისთვის შეხვედრა იკერ კასილასის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
"ხუვენილ ც" ხვალ გამართავს თავის შეხვედრას "ლას როზასთან". ხოსე ალფრედო ფერნანდესის შეგირდები ცხრილის სათავეში იმყოფებიან და არამარტო ამ მატჩშიც, მთლიანად ჩემპიონატშიც ფავორიტებად ითვლებიან.
"კადეტე ა" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად - 3-0 დაამრცხა. ვოლის, დროიანისა და მერჩანის გოლის წყალობით მადრიდისტები ცხრილის სათავეში მოექცნენ.
"კადეტე ბ"-მ გასვლით მატჩში "კოლმენარ ვიეხო" გაანადგურა ანგარიშით - 5-2. გოლები გაიტანეს: ნაჩომ, დავიდმა, ანტონიომ, იაკობომ და რივერომ.
"ინფენტილ ა"-მ ნამდვილი გოლების კორიანტელი მოუწყო "რეიესს", დაამრცხა რა იგი 9-0. გოლები გაიტანეს: აჩრაფმა (2), დანიმ (2), ლორიენტემ (2), ბრავომ, ოსკარმა და მაჩუკამ.
"ინფანტილ ბ"-მ წინა ტურში წაგების შემდეგ მინიმალური ანგარიშით სძლია "ესკუელას". მადრიდისტებმა ბენედიქტის გოლის წყალობით იმარჯვეს.
"ალევინ ა"-მ "ტორეხონი" გაანადგურა ანგარიშით 5-0 ამხანაგურ მატჩში. ალბერტო გარიდოს შეგირდებიდან თავი გამოიჩინეს: ხოსემ (2), რიკიმ, ემილიანომ და კლავერიასმა.
"ალევინ ბ"-მ ამხანაგური მატჩი გამართა "კანილასთან" და ფრედ 3-3 ითამაშა. მადრიდელთაგან გაიტანეს: ფლავიუსმა (2) და ხუანმა.
"ბენჟამინ ა"-მ ""ხიმენეას" სძლია 6-1 ამხანაგურ მატჩში. ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა "მორალეკას" ტურნირის წინ.
"ბენჟამინ ბ" "რივასის" ტურნირზე გამოდიოდა. მადრიდისტებმა ფინალში გააღწიეს ძალზედ ადვილად. ფინალამდე მათ სძლიეს "რივასს" 5-0, "ალკობენდასს" 5-0, "ფუენლაბრადას" 1-0, "სიეტე პიკოსთან" 9-0, თუმცა ფინალურ შეხვედრაში "რაიო ვალეკანოს" თანატოლებთან დამარცხდნენ დაძაბულ მატჩში 2-3.
- 8 ოქტომბერი 2011
- 1 567
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.